პირველი ლგბტ სტიპენდია ლენსინგის კოლეჯში
13 01 2011

„Lansing Community College“-მა გამოაცხადა, რომ ის პირველი ორწლიანი ინსტიტუტი იქნება, რომელიც ლგბტ სტუდენტებს სტიპენდიებს შესთავაზებს, გამოაქვეყნა Michigan Messenger–მა.

სტიპენდიას ბეტსი ლუ რობინსის სახელი დაერქვა, რომელმაც სასტიპენდიო ფონდი დაარსა და მისი ოჯახის თქმით პროგრამა 3-4 წლის მანძილზე გაგრძელდება.

ადგილობრივმა ადვოკატირების ჯგუფმა შეაქო ლენსინგის კოლეჯი ამგვარი ლგბტ „აუთრიჩისთვის“.

წყარო:http://www.huffingtonpost.com/2011/01/12/lansing-community-college_n_807982.html



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი