შვედებს რუსეთიდან ბავშვის შვილად აყვანა ეკრძალებათ
08 10 2013
რუსეთი შვედი მშობლების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანის პროცესს წყვეტს იმ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც შვილად აყვანას კრძალავს იმ ქვეყნის წარმომადგენლების მიერ, სადაც ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინების უფლება აქვთ. ეს საშინელებაა. რუსულ ბავშვთა თავშესაფარში 13 ბავშვია, რომლებიც შვედ მშობლებზე უნდა გაშვილებულიყვნენ და უკვე შეხვდნენ კიდეც მომავალ მშობლებს“ ამბობს შვილად აყვანის ცენტრის წარმომადგენელი იონას ფრიბერგი შვედეთიდან. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და შვედეთის საელჩო შეხვდნენ და განიხილეს რუსი ბავშვების გაშვილების პროცესთან დაკავშირებული კანონები. რუსეთი აპირებს კონკრეტულ ქვეყნებთან ისეთ შეთანხმებებზე ხელის მოწერას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რუსი ბავშვები არ გაშვილდებიან ლგბტ მშობლებზე. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ფორმალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა, შეხვედრა მცდელობა იყო იმისა, რომ გარკვეულიყო, თუ როგორ მოხდება ამ კანონის გამოყენება პრაქტიკაში. რუსი პოლიტიკოსი ვიტალი მილონოვი კი ამასობაში შვედურ ტელეკომპანია SVT-ისთან ინტერვიუში ჰომოსექსუალებს „გარყვნილებს“ უწოდებს  და ამტკიცებს, რომ უმჯობესია ბავშვები ისევ რუსულ ბავშვთა თავშესაფრებში დარჩნენ. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი