კანადის პირველი ლედი ირანელი ქალებისთვის იბრძვის
25 11 2010

ლორენ ჰარპერი კომფორტის ზონიდან გამოდის და ერთვება ადამიანის უფლებათა რთულ სამყაროში.

როგორც სხვა პრემიერ მინისტრების მეუღლეები, მის წინ, ქალბატონი ჰარპერიც სიფრთხილეს იჩენდა და საკამათო საკითხებს ერიდობოდა. თუმცა ქმრის ღალატის გამო სიკვდილმისჯილი ირანელი ქალის საქინე მოჰამადი აშთიანის საკითხი სულ სხვა რამაა. გარემოებებმა აიძულა ქალბატონი ჰარპერი გადაეწია უსაფრთხო საქმეების ფარდა და ჩაბმულიყო გეოპოლიტიკის სამყაროში.

გასულ სამშაბათს, ქ–ნ. ჰარპერმა პრემიერ მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში გამართა მრგვალი მაგიდა, სადაც შეიკრიბნენ ირანელი აქტივისტები, ადამიანის უფლებათა ექსპერტები და ჟურნალისტები. მას შეუერთდა „Indigo Books and Music“-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰეზერ რაისმანი, რომელმაც ზაფხულში საქინეს გადასარჩენად პეტიცია გამოაქვეყნა. ორი საათის მანძილზე თოთხმეტწევრიანი ჯგუფი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ დაეტოვებინათ საქინეს საქმე ყურადღების ცენტრში.

მისის ჰარპერმა საქმეში მის ჩართულობაზე ინტერვიუს მიცემა არ მოისურვა და „The Globe“-ს მხოლოდ ის განუცხადა, რომ ჰეზერ რაისმანი ”შესანიშნავი” პიროვნებაა.

გასული ზაფხულიდან მოყოლებული ეს ორი ქალბატონი აქტიურად თანამშრომლობს 43 წლის ირანელი ქალის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოსაქცევად. ერთი თვის წინ, როცა ქალბატონი აშთიანის სიკვდილით დასჯა გარდაუვალი ჩანდა, მათ გამოაქვეყნეს საკმაოდ მკაცრი წერილი, სადაც მოუწოდებდნენ ირანის მთავრობას ამ ქალის გათავისუფლებისკენ. ირანმა შეაჩერა სასიკვდილო განაჩენი და ახლა მისი გადახედვა ხდება ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ. თუმცა მთავრობის თქმით საქინე აშთიანი შეიძლება ჩამოახრჩონ ქმრის მკვლელობისთვის.

სამშაბათის შეკრების შედეგი არის ღია წერილი ირანის პრეზიდენტს, რომელშიც ჰარპერი და რაისმანი სთხოვენ ირანს შეცვალოს კანონი და ”სამუდამოდ აიკრძალოს ეს სასტიკი და არაადამიანური სასჯელი”.

მომზადებულია ჯეინ თაბერის მიერ.

წყარო: The Globe and Mail



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი