“ნაციონალური თანასწორობის მარში”
17 10 2009

როგორც www.cnn.com იუწყება, კვირას, 11 ოქტომბერს ასეულ ათასობით ამერიკელმა მოიყარა თავი შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში “ნაციონალური თანასწორობის მარშზე”.

ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის უმსხვილეს ლგბტ უფლებათა დამცველ ჯგუფს -“ადამიანის უფლებათა კამპანიას” (Human Rights Campaign) ორგანიზაციის მიერ გამართულ ყოველწლიურ სადილზე საჯაროდ დაპირდა სამხედრო სტრუქტურებში ღია ჰომოსექსუალთა მსახურების აკრძალვის (“არ იკითხო, არ თქვას” - “Don’t Ask-Don’t Tell”) პოლიტიკის დასრულებას, თუმცა მოქმედების კონკრეტული ვადები არ დაუზუსტებია.

11 ოქტომბრის მსვლელობა, რომელზეც სწორედ “არ იკითხო, არ თქვას” დიკსრიმინაციული პოლიტიკის დამთავრებასა და თანასწორ ქორწინებას მოითხოვდნენ, და რომელიც “ნაციონალური “ქამინაუთის” დღეს” დაემთხვა, თეთრ სახლთან ჩავლის შემდეგ, ამერიკის კონგრესის შენობასთან შეჩერდა, სადაც ცნობილმა ლგბტ უფლებათა დამცველებმა და პოპულარულმა ადამიანებმა მარშის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და მოქმედებისკენ მოუწოდეს. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტის პირველი ღია ლესბოსელი სპიკერი ქრისთინ ქუინი, ლგბტ უფლებათა ცნობილი ადვოკატი კლივ ჯონსი, მომღერალი ლედი გაგა, გახმაურებული სერიალის – “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the City) ცნობილი ვასრკვლავი, მსახიობი სინტია ნიქსონი და სხვები.

შეკრებილ ადამიანებს მიმართა ასევე ჯუდი შეპარდმა, რომლის ჰომოსექსუალი შვილი – მეთიუ შეპარდი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი გახდა. იგი 1998 წლის ოქტომბერში გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც 22 წლის სტუდენტი ხუთი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც სწორედ მეთიუ შეპარდის სახელს ატარებს. კანონმდებლობა, რომელიც ამ კატეგორიის კრიმინალის განსაზღვრებას აფართოებს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დანაშაულებებს მოიცავს, ამჟამად სენატში კენჭისყრას ელოდება.

“ნაციონალური თანასწორობის მარშის” ამსახველი ვიდეომასალა შეგიძლიათ, იხილოთ ღონისძიების ორგანიზატორი ჯგუფის – “თანასწორობა ამერიკის გასწვრივ” (Equality Across America) ვებ-გვერდზე – www.equalityacrossamerica.org და www.nationalequalitymarch.com-ზე.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება