ბეატრის ართურმა ლგბტ ფონდს თანხა უანდერძა
01 11 2009

80-90-იანი წლების პოპულარული ამერიკული სატელევიზიო შოუს – “მომხიბვლელი გოგონები” (The Golden Girls) ვარსკვლავმა და ლეგენდარულმა მსახიობმა, კომიკოსმა და მომღერალმა ბეატრის (“ბეა”) ართურმა, რომელიც ამავე დროს ქალთა და ლგბტ უფლებების ცნობილი დამცველიც გახლდათ, ნიუ-იორკ სითის უსახლკარო ლგბტ ახალგაზრდების თავშესაფარ “ალი ფორნის ცენტრს” (The Ali Forney Center) ფულადი საჩუქრის სახით 300 000 $ უანდერძა. ამის შესახებ “ალი ფორნის ცენტრმა” სამშაბათს, 27 ოქტომბერს განაცხადა.

ცენტრი ამჟამად მუშაობს რისკის ქვეშ მყოფი ლგბტ მოზარდებისა და ზრდასრული ახალგაზრდების თავშესაფრით უზრუნველყოფის, ჯანდაცვით და საოჯახო პროგრამებზე. ართურის საქველმოქმედო საჩუქარი ახალი შენობის შეძენას მოხმარდება, რომელიც კიდევ 12 ახალგაზრდას მისცემს საცხოვრებელს; იგი ბეა ართურის სახელობის იქნება.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება