მის ამერიკა და ლგბტ უფლებები
12 08 2010

წარმოიდგინეთ - თქვენ შეგიძლიათ სილამაზის დედოფალი გახდეთ, თუკი ლგბტ უფლებებს იცავთ. დიახ, შეგიძლიათ! ეს მის ამერიკის პირველი კონკურსია, რომელიც მონაწილეთათვის მთავარ თემად ლგბტ უფლებებს იყენებს.

მისი ლოზუნგია - ”ჰეტეროსექსუალები თანასწორობისთვის: ვისაუბროთ!”

ასეთ მაღალი პროფილის მქონე კონკურსზე თანასწორობის თემის გამოტანა ნამდვილად გულადი მხილებაა იმ მტრული განწყობისა, რომელსაც ბევრი ჰეტეროსექსუალი ადამიანი გეების მიმართ ამჟღავნებს. ეს რაღაცით 60-იანების ადრეულ სამოქალაქო უფლებების დამცველ მოძრაობასაც ჰგავს. 20-50 წლის შემდეგ, სასირცხვილო იქნება თუკი ვინმე ბანერს - ”ჰეტეროსექსუალები ლგბტ უფლებებისათვის” არ დაიჭერს ისევე, როგორც დღეს ბევრს შერცხვებოდა, მათ მშობლებს შავკანიანთა უფლებების დასაცავად რომ არ ებრძოლათ.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა