ალბანეთმა ლგბტ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა
20 12 2012
სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ალბანეთში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან ბრძოლას, ტირანაში რამდენიმე დღის წინ წარადგინეს. 17 დეკემბერს ჩატარებულ შესაბამის ღონისძიებას დაესწრო დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფისა და თანასწორი შესაძლებლობების მინისტრი სპირო კსერა, ალბანეთის ანტი-დისკრიმინაციის კომისარი ირმა ბარაკუ და არასამთავრობო ორგანიზაციების Pink Embassy და Pro LGBT Alliance წარმომადგენლები. ზემოხსენებული სამოქმედო გეგმა ალბანეთში უმცირესობებისადმი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია. წყარო: http://www.humanrightseurope.org/2012/12/albania-launches-lgbt-action-plan/


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება