უგანდა: გამოჩენილი ლგბტ აქტივისტის მკვლელობა
27 01 2011

(კამპალა) - პოლიციამ უგანდაში დაუყოვნებლივ და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიოს ადამიანის უფლებათა გამოჩენილი აქტივისტის დევიდ კატოს მკვლელობა, - ამბობს “Human Rights Watch”-ი. კატომ თავისი ცხოვრება უგანდელი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა დაცვას მიუძღვნა, რის გამოც მისი პირადი უსაფრთხოება, ხშირად რისკის ქვეშ იდგა.

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უგანდელი ლგბტ ადამიანების ადექვატური დაცვა ძალადობისგან და მიიღოს სწრაფი ზომები ყოველგვარი მუქარისა და სიძულვილის ენის გამოვლინების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობისაკენ მოუწოდებს.

თვითმხილველების თქმით, 2011 წლის 26 იანვრის, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე, მუკანოში მდებარე დევიდ კატოს სახლში მამაკაცი შევიდა, ორჯერ დაარტყა თავის არეში და მანქანით მიიმალა. კატო კავოლოს ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ კატოს ადვოკატს განუცხადა, რომ მათ ხელთ ჰქონდათ ზემოხსენებული მანქანის სარეგისტრაციო ნომერი.

დევიდ კატო ორგანიზაციაში „სექსუალური უმცირესობები უგანდაში“ადვოკატირებაზე იყო პასუხისმგებელი. ის იყო წამყვანი ხმა „ანტი-ჰომოსექსუალური კანონპროექტის“ წინააღმდეგ მებრძოლ კამპანიაში, რომელიც უგანდის პარლამენტს ჯერ კიდევ 2009 წლის 15 ოქტომბერს წარუდგინეს. ჰომოსექსუალობა უკვე კრიმინალიზებულია უგანდაში, თუმცა ამ კანონის მიხედვით ის ჯარიმით ან სამუდამო პატიმრობით უნდა ისჯებოდეს. „რეციდივისტები“ და აივ/შიდსით დაავადებული ჰომოსექსუალები, საკანონმდებლო აქტის თანახმად, სიკვდილით დაისჯებიან. კანონპროექტი ასევე აიძულებს ადამიანებს, რომლებსაც სხვა ნებისმიერი პირის ჰომოსექსუალობაზე ინფორმაცია მოეპოვებათ, 24 საათის მანძილზე პოლიციას შეატყობინონ.

კანონპროექტმა საერთაშორისო მასშტაბით უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანონპროექტს „ოდიოზური“ უწოდა. კატოს ამბობდა: კანონპროექტი ღრმად არადემოკრატიული და არააფრიკულია.

წყარო:http://www.hrw.org/en/news/2011/01/27/uganda-promptly-investigate-killing-prominent-lgbt-activist



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი