2010 წლის გეი უფლებათა გმირები
01 01 2011

2010 წლის მიწურულს, დროა გადავხედოთ იმ ადამიანთა სიას, რომლებმაც ეს წელიწადი ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის დინამიკურ წლად აქციეს. კონგრესში ისტორიული გამარჯვებით დაწყებული და თანასწორობისთვის ინდივიდუალური ქმედებებით დამთავრებული 2010 წელი ნამდვილად დასამახსოვრებელია. ქვემოთ მოგვყავს იმ ადამიანთა სია, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს იმის მტკიცებაში, რომ ბრძოლა ლგბტ ადამიანთა უფლებებისთვის ჩვენი დროის უდიდესი საქმეა.

კონსტანს მაკმილენი: 18 წლის ასაკში კონსტანს მაკმილენის სახელი უკვე ყველას პირზე ეკერა იმის გამო, რომ მან გაბედა დაეცვა თავისი უფლება გამოსაშვებ საღამოზე თავისივე სქესის პარტნიორი წაეყვანა. ეს მისისიპელი სტუდენტი გამალებით იბრძოდა „American Civil Liberties Union“-ის (ACLU) დახმარებით, იტავამბას საგრაფოს სკოლის (Itawamba County School District) წინააღმდეგ. საბოლოო შედეგი? კონსტანსმა იურიდიული გამარჯვება მოიპოვა, 35,000 დოლარის ოდენობის ანაზღაურებით და დაპირებით სასკოლო ოლქის მხრიდან ანტი-დისკრიმინაციული კანონების ამოქმედების შესახებ.

დენ სევეჯი და პროექტი “It Gets Better”: მწერალმა და ბლოგერმა დენ სევიჯმა ნამდვილად არ იცოდა, რომ მის მიერ ლგბტ ახალგაზრდობისთვის youtube-ზე გაშვებული მოკლე შეტყობინება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეო პროექტის დასაბამი იქნებოდა. თუმცა სწორედ ისე მოხდა, რომ ის სამსიტყვიანი მიმართვა ლგბტ ახალგაზრდებისადმი, რომლებსაც სკოლებში ავიწროებენ, 2010 წლის ერთ–ერთ ყველაზე დასამსახსოვრებელ მოვლენად იქცა. სხვადასხვა ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი იდეების მიხედვით მსგავსი კლიპების ჩაწერა. მათ შორის იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები, როგორც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი დევიდ კემერონი და თვით პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც.

უენდი უოლში და ტემმი ობერი: ამ ორ დედას ტრაგიკული ამბები აქვთ მოსათხრობი. მათი ვაჟები სკოლაში საშინელ ჰომოფობიურ მოპყრობას გადააწყდნენ. ორივემ გამოსავალი თვითმკვლელობაში იპოვა. უენდის შვილმა, სეთმა, თავი სექტემბერში მოიკლა, მას შემდეგ უენდი თანამშრომლობს ACLU-თან სტუდენტური ანტიდისკრიმინაციული კანონის მისაღებად და ასევე იმისათვის, რომ კალიფორნიის თეჰაჩაპის სკოლამ ანტიდისკრიმინაციული სანქციები გააძლიეროს. ტემის შვილმა ჯასტინმა თავი მოიკლა ივლისში და მას შემდეგ ტემი ებრძვის მინესოტას უდიდეს - ანოკა-ჰენნეპინის სკოლას, ანტიჰომოფობიური სანქციების უკმარისობის გამო. ტემი და მისი ადვოკატები დიდ ყურადღებას უთმობენ სკოლის მოჩვენებითი ნეიტრალურობის პოლიტიკას, რომელიც მასწავლებლებს ხელ-ფეხს უკრავს იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ანტი–ჰომოფობიური მოპრყრობის აღკვეთას. მასწავლებლებს ეკრძალებათ ლგბტ საკითხებზე კლასში საუბარი.

ქელი გლოსიპი - გინდათ გაიგოთ თუ რატომ არის ”ქორწინების დაცვის აქტი” უსამართლო კანონი? შეგიძლიათ კელი გლოსიპის ამბავზე შეჩერდეთ. 15 წლის მანძილზე კელის პარტნიორი, მისურის საგზაო პატრულის ოფიცერი, დენის ენგელჰარდი 2009 წლის შობას ავარიაში დაიღუპა. ვინაიდან მისურის შტატი ერთსქესიან ურთიერთობებს კანონიერად არ სცნობს, ქელიმ ვერ მიიღო ის შეღავათები, რასაც ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში მყოფი პოლიციის ოფიცრების მეუღლეები იღებენ მათი გარდაცვალების შემთხვევაში. ქელიმ ეს ამბავი გაასაჯაროვა გულწრფელი ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით და ACLU-ს დახმარებით საჩივარი შეიტანა ერთსქესიანი პარტნიორებისთვის გარკვეული შეღავათების უარყოფის კანონიერების ეჭვქვეშ დასაყენებლად.

ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა ”არ იკითხო არ თქვა” დებატში: როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საბოლოოდ გააუქმებს ”არ იკითხო არ თქვა” პოლიტიკას, ეს იყო გამარჯვება ათასობით აქტივისტისთვის, რომელიც დიდხანს დაუღალავად მუშაობდა სამხედრო სამსახურში არსებული დიკრიმინაციისა და ღია გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანისთვის ჯარში მსახურობის აკრძალვის წინააღმდეგ. იყვნენ ცალკეული აქტივისტები, როგორც დენ ჩოი, ერიკ ალვა, მარჯორი უიტი, ვიქტორ ფერენბახი, ოთემნ სანდინი, ომის ლგბტ ვეტერანები. იყო ჯგუფები, როგორიცაა „Service members Legal Defense Network“, „Servicemembers United“, „GetEqual, the Human Rights Campaign“, „the Palm Center“, „the Log Cabin Republicans“; ამ პროცესში მონაწილეობდნენ ისეთი ბლოგები, როგორიცაა „AmericaBLOG“, „Pam’s House Blend“, „The Bilerico Project“, „GoodAsYou“, რომ არაფერი ვთქვათ „Change.org“-ზე გამოქვეყნებულ უამრავ პეტიციაზე.

პროცესში ჩართულნი იყვნენო ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან სენატორები ჯოსეფ ლიბერმანი, პატრიკ მერფი, სიუზან ქოლინზი, კირსტენ ჯილიბრანდი და მარკ უდალი. ეს გამარჯვება ბევრმა ადამიანმა ერთად მოიპოვა და იგი აშშ–ს არა მხოლოდ უფრო ძლიერს, არამედ უფრო სამართლიანსაც გახდის.

ფრენკ მარტინ ჯილი - 2010 წლამდე ლგბტ ადამიანებს ფლორიდაში ბავშვის აყვანა ეკრძალებოდათ. აკრძალვის გაუქმების მიზეზი არის ფრენკ მარტინ ჯილის მიერ სასამართლოში შეტანილი საქმე. სექტემბერში მესამე საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ აკრძალვის არსებობა უსაფუძვლოა. ამ გადაწყვეტილებამ ბოლო მოუღო წლების მანძილზე გაწელილ საქმეს. მაგრამ უდიდესი ბედნიერება ჯილისთვის ის იყო, თუ რას მიაღწია მან ფლორიდის შტატისათვის.

ედ ოლსონი, დევიდ ბოას და „American Foundation for Equal Rights“: რთულია 2010 წელზე იფიქრო და არ გაიხსენო ტედ ოლსონი, დევიდ ბოასი და „American Foundation for Equal Rights“-ის წევრები, მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის კალიფორნიაში ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის - მე-8 კანონპროექტის წინააღმდეგ. ამ გუნდმა დიდი გამარჯვება მოიპოვა, როცა მოსამართლე ვონ უოქერმა აგვისტოში დაადგინა, რომ მე-8 კანონპროექტი არაკონსტიტუციური იყო.

აზვან ისმაილი: გასაოცარია რამდენი ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთ ხმას. მალაიზიაში ეს ხმა აზვან ისმაილს ეკუთვნის, რომელმაც ჩაწერა ”It Gets Better” ვიდეო და მთელს მალაიზიას გააგებინა, რომ “Saya Gay, Saya Okay.” (იყო გეი, კარგია.). სამწუხაროდ აზვანის ვიდეო ცუდად მოხვდა თვალში ქვეყნის რელიგიურ აქტივისტებს, რომლებმაც ეს ჩანაწერი გამოიყენეს ჰომოსექსუალობის დასაგმობად და აზვანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ვიდეო YouTube-დან მოხსნეს, მაგრამ აზვანმა განაცხადა, რომ იგი არ ნანობს: მე ვთვლი, რომ არ არის საკმარისი რაოდენიბით მალაიზიური ხმები, რომლებიც ჰომოსექსუალობაზე ისაუბრებდნენ.” იქნებ აზვანის ხმამ გახსნას კარი სხვებისათვის ამ ქვეყანაში ლგბტ უფლებებზე სასაუბროდ.

Equality Utah (თანასწორობა იუტა) - 2010 წლის დასაწყისში „Equality Utah“-მ გაბედული განცხადება გამოაქვეყნა, რომ 12 თვეში ისინი მიაღწევდნენ იუტას 10 ქალაქის მუნიციპალიტეტში ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ამოქმედებას. ორგანიზაციამ სიტყვას საქმე მოაყოლა და დანაპირები შეასრულა. დეკემბერში გრენდ ქაუნთი, იუტას მეათე რეგიონი გახდა, რომელშიც ანტი-დისკრიმინაციული და ინკლუზიური კანონმდებლობა ამოქმედდა. მაგრამ ორგანიზაციის საქმიანობა ამით არ დამთავრებულა. ორგანიზაციას, შტატის ლგბტ აქტივისტებთან ერთად, თვალი ოგდენზე უჭირავს, იმ იმედით, რომ ქალაქი მეთერთმეტე გახდება შტატში ანტი-დისკრიმინაციული კანონების თვალსაზრისით.

GLAD – Gay and Lesbian Advocates and Defenders (გეებისა და ლესბოსელების ადვოკატები და დამცველები) - გაუმარჯოს 2011 წელს, როდესაც GLAD სახელს შეიცვლის და მიენიჭება იურიდიული ძალა. ეს ძალიან ეფექტური ორგანიზაციაა, რომელიც თანასწორობის მისაღწევად სასამართლოებში იბრძვის. GLAD-ის უდიდესი გამარჯვება სასამართლოში ქორწინების დაცვის აქტის კონსტიტუციურობის ეჭვქვეშ დაყენება იყო. როგორც ფედერალურმა მოსამართლემ, ჯოსეფ ტაურომ, განაცხადა: ” ირაციონალური დამოკიდებულება და წინასწარგანწყობა არასოდეს შეადგენს მთავრობის კანონიერ ინტერესს. ამ სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ქორწინების დაცვის აქტის მესამე სექცია ლახავს თანასწორობის პრინციპებს, რომლებიც ჩადებულია ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეხუთე შესწორებაში.” კარგი მოსასმენია მოსამართლის პირიდან სიტყვა ”ირაციონალური” ქორწინების დაცვის აქტთან მიმართებაში. ეს კი GLAD-ის დაუღალავი შრომის შედეგად მოხდა.

წყარო: http://gayrights.change.org/blog/view/the_gay_rights_heroes_of_2010



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება