ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
17 05 2011

1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღეს. 2005 წლიდან მოყოლებული, 17 მაისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება როგორც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალური კავშირები დღესაც ისჯება კანონით. იმ ქვეყნებში კი, სადაც ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებული და დეპათოლოგიზებულია, ხშირია დისკრიმინაციის ფაქტები ლგბტ ჯგუფის წევრთა მიმართ.

აიდაჰოს–ადმი მიძღვნილ კამპანიებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 17 მაისს იმართება, ერთი მიზანი აერთიანებს – დაგმონ ძალადობა და გამოხატონ სოლიდარობა ლგბტ ადამიანების მიმართ.

წელს ამ კამპანიას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ და ლბტ ქალებიც უერთდებიან.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია