კამბოჯაში გეი ბარს დაესხნენ თავს
05 06 2011

2011 წლის 15 მაისს, გვიან ღამით, მეგობრულად განწყობილი ბარის „Rainbow Bar“-ის პერსონალი და კლიენტები მეზობლების მხრიდან არაპროვოცირებული ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ბარს საგრძნობი ზარალი მიადგა. დაწესებულებაში ამ დროს 2011 წლის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული დრეგ კონკურსი იმართებოდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ თვითმხილველთა გადმოცემით პოლიციამ უარი განაცხადა მიმდინარე მოვლენებში ჩარეულიყო, სანამ მათ 500 ამერიკულ დოლარს არ გადაუხდიდნენ.

ზემოხსენებული თავდასხმა 2011 წლის პრაიდის კვირეულს დაემთხვა, რომლის მიზანიცაა შემწყნარებლობის გავრცელება და სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების ზეიმი. კამბოჯაში ამ კვირეულმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 1,300-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი მხარდაჭერა მიიღო რა მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარე ღონისძიებებში. ამგვარი ღონისძიებების პოპულარობამ ცხადჰყო, რომ რიგითი კამბოჯელები შემწყნარებლები ხდებიან ლგბტ ადამიანების მიმართ.

მსგავსი თავდასხმები ნამდვილად შემაშფოთებელია, თუმცა პოლიციის მხრიდან მოვალეობის შესრულებაზე და ბარის თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარის თქმა გაცილებით უფრო სერიოზული საკითხია. მსგავსმა მაგალითმა სამართალდამცავების მხირდან შეიძლება ახალი ჰომოფობიური და ტრანსფობიური თავდასხმები წაახალისოს.

წყარო:http://madikazemi.blogspot.com/2011/06/in-cambodia-gay-bar-attacked-police.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+SaveMehdiKazemi+%28LGBT+asylum+news%29&utm_content=FaceBook



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა