პრეზიდენტ ობამას რეკორდი
28 10 2010

მაშინ როცა პრეზიდენტ ობამას პირველი ვადის ნახევარი გავიდა და ლგბტ საზოგადოებისთვის რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა, ერთი მიღწევა მაინც არ უნდა დავუკარგოთ - მის მიერ დაქირავებული სააგენტოების ხელმძღვანელების, კომისიების წევრებისა და სხვა ოფიციალური პირებიდან 150 ღია ჰომოსექსუალია. პრეზიდენტ ბილ კლინტონის მთავრობაში ეს რიცხვი 140-ს აღწევდა.

ყველაზე საკვირველი კი ისაა, თუ რაოდენ მცირე გამოხმაურება ჰპოვა ობამას ამ პოლიტიკამ. ამასთანავე, როცა ბილ კლინტონმა სან ფრანცისკოს ყოფილი ზედამხედველის რობერტა არჩტენბერგის კანდიდატურა წარმოადგინა განსახლებისა და ურბანული განვითარების გენერალური მდივნის ასისტენტის პოსტზე, ამ ფაქტმა დიდი კრიტიკა და სასამართლო გარჩევებიც კი წამოჭრა.

წყარო:http://www.passportmagazine.com/blog/index.php?/archives/1796-President-Obama-Appoints-Record-Number-of-Gays-and-Lesbians.html



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა