რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფი
03 02 2012

კრემლის მოპირდაპირე მხარეს რვა ქალი იდგა, ფერადი ნიღბებითა და ჰაერში აღმართული მუშტებით. სანამ პოლიცია მათ დააკავებდა და წაიყვანდა, ჯგუფ Pussy Riot–ის წევრებმა მოასწრეს თავისი მოკლე პანკ ჰიმნი შეესრულებინათ: „გადატრიალება რუსეთში – პროტესტის ქარიზმა! გადატრიალება რუსეთში – პუტინს შეეშინდა!“

ჯგუფი Pussy Riot მას შემდეგ დაარსდა, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სექტემბერში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას აპირებდა. ეს ჯგუფი ამ წუთისთვის რუსული პროტესტის უახლესი სიმბოლოა.

ჯგუფი მკაცრად იცავს ანონიმურობას და მისი წევრები ფერადოვან ნიღბებს, ინტერვიუს მიცემის დროსაც კი ატარებენ. „რევოლუცია ქალებმა უნდა მოახდინონ,“ ამბობს ჯგუფის წევრი, რომელსაც გარადჟას ეძახიან. „რუსეთში გენდერისა და რევოლუციის დიდი ტრადიცია გვაქვს, ჩვენ ხომ არაჩვეულებრივი ქალი რევოლუციონერები გვყავდა,“ დასძინა მან.

„ჩვენ გვსურდა პროტესტის ახალი ფორმა შეგვექმნა – შეიძლება ისეთი მასშტაბურიც არა, მაგრამ მასშტაბურობის კომპენსირება ჩვენი წარმოდგენების თვალშისაცემი, პროვოკაციული და არალეგალური ბუნებით შეიძლება,“ ამბობს ჯგუფის წევრი ტურია.

წყარო:https://apps.facebook.com/theguardian/world/2012/feb/02/pussy-riot-protest-russia



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი