ტრეივონის სიკვდილი ლგბტ პრობლემაც არის
15 04 2012

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, სახელწოდებით „ყველანი ტრეივონის ვაგონში“, Washington Blade–ის რედაქტორმა და თანამფლობელმა, კევინ ნაფმა ბრალი დასდო 28 ლგბტ ჯგუფს, სკანდალის ძიებაში, იმის გამო, რომ მათ ღია წერილი გამოაქვეყნეს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და სოლიდარობა გამოხატეს ტრეივონ მარტინის ოჯახისა და მეგობრებისადმი.

რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ იყო ფერადკანიანი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან გენდერულად არაკონფორმული ადამიანი, ნიშნავს იყო ყველასათვის ხელწამოსარტყმელი. ეს იქიდან ვიცით, რომ მორგები სავსეა ფერადკანიანი გეებით, ლესბოსელებით, ბისექსუალებით, ტრანსგენდერებითა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებით.

მიუხედავად იმისა, რომ ნაფს პირადად არ შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება რასისა და სექსუალობას შორის კვეთასთან, მას მაინც შეუძლია თავისი ჟურნალისტური უნარები (მაგალითდ: გუგლი) გამოიყენოს, რათა აღმოაჩინოს, რომ ლგბტ ადამიანთა ბრძოლა მჭიდრო კავშირშია რასობრივი სამართლიანობისათვის ბრძოლასთან.

წყარო:http://colorlines.com/archives/2012/04/the_trayvon_martin_atrocity_is_indeed_an_lgbt_issue.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი