კულტურა არ უნდა ლახავდეს ლგბტ ადამიანის უფლებებს
14 12 2010

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა მოუწოდა ჰომოსექსუალობის გლობალური დეკრიმინალიზაციისკენ.

გასულ პარასკევს, ადამიანის უფლებათა დღეს, ბატონმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ ადამიანები "იმისათვის არ მოევლინენ ამ პლანეტას, რომ სხვა ადამიანთა შიშში იცხოვრონ" და, რომ ადამიანის უფლებებმა კულტურული მიდგომები უნდა გადაწონოს.

გაეროს პანელმა დაგმო ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობა და ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში.

ბატონმა ბანმა განაცხადა: "იქ, სადაც დაძაბულობაა კულტურულ მიდგომებსა და ადამიანების უფლებებს შორის, ადამიანის უფლებები უნდა იმარჯვებდეს. პირადი ან საზოგადოებრივი აზრი არ არის გამართლება დაპატიმრების, დაკავების, თავისუფლების წართმევის, დევნის და წამებისთვის."

წყარო:

http://www.pinknews.co.uk/2010/12/14/un-secretary-general-says-culture-must-not-override-gay-rights/


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია