ლგბტ თეატრი
20 07 2011

ახალი პიესა ნათელს ჰფენს ჰარვარდის მიჩქმალულ სკანდალს.

ჰარვარდი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებაა, ამიტომ მასში მომხდარი სკანდალური ამბავის ხსენება სავსებით საკმარისია ჩვენი ყურადღების მისაპყრობად. ოთხშაბათს, “Classic Stage Company” სეზონს დახურავს პიესა ”არაბუნებრივი ქმედების” (Unnatural Acts) მსოფლიო პრემიერით. დადგმა მოგვითხრობს ჰარვარდის გეი სტუდენტების ჯგუფზე, რომლებიც სექსუალობის გამო ადმინისტრაციის მხირდან დაკითხვისა და გამოძიების ობიექტად იქცნენ.

ნადმვილ ამბავზე დაფუძნებული ეს პიესა იწყება ჰარვარდის სტუდენტ სირილ უილკოქსის თვითმკვლელობით. მას შემდეგ, რაც ვრცელდება ჭორი იმის შესახებ, რომ სირილი ჩართული იყო უნივერსიტეტის იატაკქვეშა გეი საზოგადოებაში, ჰარვარდის ადმინისტრაცია გადაწყვეტს უნივერსიტეტი იხსნას ”ჰომოსექსუალიზმის” პრობლემისგან და ამ სოციალური წრის სხვა წევრებიც გამოიყვანოს სააშკარაოზე. იქმნება საიდუმლო სასამართლო, რომელიც დაკითხვებს უტარებს ეჭვმიტანილ სტუდენტებს და მათი ცხოვრებას აუტანელს ხდის.

რეჟისორმა – ტონი სპეჩიალემ პიესის დადგმა ჯერ კიდევ 2006 წელს განიზრახა, მაშინ იგი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჰარვარდში ჩატარებული დაკითხვების შესახებ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მან მოიპოვა საიდუმლო სასამართლოს მიერ ათწლეულების მანძილზე საგულდაგულოდ დამალული ხუთასგვერდიანი ტრანსკრიპტი. ამ დოკუმენტებმა, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი ჰარვარდის საიდუმლო სასამართლოს მიერ ჩატარებული პროცესები და ასევე, ეჭვმიტანილი სტუდენტების ვინაობა, მხოლოდ 2002 წელს იხილეს დღის სინათლე. მომხდარმა აიძულა ჰარვარდის იმდროინდელი რექტორი ლოურენს სამერსი, საჯაროდ მოეხადა ბოდიში მისი წინამორბედების გამო.

ამ ამბის პიესად გადასაქცევად, სპეჩიალემ თავის მსახიობებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მიჰყო ხელი წერას. სპეჩიალესა და მისი ჯგუფის აზრით 2010 წელს ამერიკის სხვადასხვა კოლეჯში გეი სტუდენტების თვითმკვლელობების ჯაჭვი ამ დადგმის შექმნასა და მაყურებლისათვის მიწოდებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

”ჩვენ ჯერ კიდევ ადამიანის ძირეული უფლებების კრიზისს განვიცდით,” – ამბობს რეჟისორი. ” როცა ახალგაზრდა სიცოცხლეს ისწრაფავს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეუბნებიან, რომ იგი არაბუნებრივია, გამოდის, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ეს ბიჭები უბრალოდ ცდილობდნენ საკუთარი ვინაობის გამორკვევას. ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა სამყარო, რომელიც არა მხოლოდ მათ ტრაგედიას წარმოაჩენს, არამედ მათ ცხოვრებასაც დაგვანახებს.”

წყარო: http://wp.tdf.org/index.php/2011/06/uncovering-unnatural-acts/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი