პრემიერა
17 09 2009

როგორც www.thedailynewsonline.com იუწყება, კვირას, 13 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ცნობილი კანადელი კინორეჟისორის, ატომ იგოიანის ახალი ფილმის - “ქლოის” (Chloe) მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ნამუშევარი, რომელიც ფრანგული დრამის - “ნატალის” (Nathalie) შთაგონების საფუძველზე შეიქმნა, პროსტიტუტი ქლოის (ამანდა ზიფრიდი) ამბავს მოგვითხრობს. იგი ჯულიანა მურის პერსონაჟმა ექიმმა მეუღლის, უნივერსიტეტის მუსიკის პროფესორის საცდუნებლად დაიქირავა, რათა ქმრის (ლაიამ ნისონი) მისადმი ერთგულება გამოეცადა. როგორც TIFF-ის (Toronto International Film Festival) ვებ-გვერდზე განთავსებული ფილმის რეცენზიებიდან ირკვევა, ორი ქალი მამაკაცზე გაცილებით მეტს უზიარებს ერთმანეთს.

www.vanityfair.com წერს: “ტორონტოს მაყურებლები თავიანთ იდაყვებს ჩაებღაუჭნენ როცა სასტუმროს დახშულ ოთახში ზიფრიდისა და ჯულიანა მურის საფიკური თამაშის სცენას უყურებდნენ.”

ამანდა ზიფრიდი კინოფესტივალზე კიდევ ერთი საკმაოდ ემოციური როლითაც გახლდათ წარმოდგენილი, რომელიც მან მეგან ფოქსთან ერთად ფილმში - “ჯენიფერის სხეული” (Jennifer’s Body) შეასრულა.

ლესბოსური თემა ნამდვილად არ არის უცხო ჯულიანა მურისთვისაც, ყოველშემთხვევაში, ეკრანზე. გარდა “საათებში” (The Hours) განსახიერებული შევიწროებული ჰომოსექსუალი დიასახლისის როლისა, იგი ანეტ ბენინგის უწევს პარტნიორობას ფილმში - “ბავშვები კარგად არიან” (The Kids Are Alright), რომლის პრემიერაც მალე იგეგმება. ასევე, ლესბოსელ რომანისტ მწერალს თამაშობს მური ფილმში “პიპა ლიის პირად ცხოვრებაში” (The Private Lives of Pippa Lee).



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი