კიევში გეი უფლებათა აქტივისტს დაესხნენ თავს
24 06 2012

უკრაინელი გეი უფლებათა აქტივისტი აცხადებს, რომ ის საავადმყოფოში აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც კიევში სიძულვილით მოტივირებული თავდასხმის დროს მან ფიზიკური ძალადობა განიცადა.

ტარას კარასჩუკი, ორგანიზაცია „გეი ფორუმის“ წევრი, აცხადებს, რომ 23 ივნისს, მან მიიღო ტვინის შერყევა და ყბის ძვლის მოტეხილობა, მას შემდეგ, რაც 21 ივნისს უცნობი პირებისგან შემდგარი ჯგუფი მას თავს დაესხა. თავდასხმა, მოძალადეების მხრიდან ჰომოფობიური შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე, ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ უმოწყალო თავდასხმას გეი თემის წევრზე, რამაც საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია.

Euro 2012 საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, უკრაინის მიმართ ხშირად ისმოდა რასიზმისა და ქსენოფობიის ბრალდებები.

წყარო:http://www.kyivpost.com/content/kyiv/gay-rights-activist-assaulted-in-kyiv.html#.T-XV0Rf9Oa9



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"