ლესბოსელი მშობლები ბავშვებზე არ ძალადობენ
10 11 2010

ბავშვებში ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე ლესბოსელ წყვილთა ოჯახებში გაზრდილ ბავშვებში სექსუალურ ან ფიზიკურ ძალადობას არ ქონია ადგილი.

ეს მონაცემები ლესბოსელი მშობლების ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კვლევაში იქნა მიღებული. კვლევა „UCLA’s Williams Institute“-ის მიერ ტარდება და ახლა 24-ე წელიწადია რა მიმდინარეობს.

მკვლევარებმა ლესბოსურ ოჯახებში გაზრდილ 17 წლის მოზარდებს (ორივე სქესის) ჩაუტარეს გამოკითხვა სექსუალურ ძალადობაზე, სექსუალურ ორიენტაციასა და სექსუალურ ქცევაზე.

78 გამოკითხულიდან არცერთმა არ დაადასტურა სექსუალური ძალადობის ფაქტი მშობლისა ან მეურვის მხრიდან.

ამავე 78 რესპოდენტიდან, რომელიც ლესბოსელ მშობლებთან იზრდებოდა, 2.8% ახასიათებს თავს როგორც გეის ან ლესბოსელს. ამასთანავე არცერთმა გოგონამ არ გააიგივა თავი ლესბოსელთან. თითქმის 20%-მა თავი ბისექსუალად დაასახელა.

კვლევის ავტორებმა ნანეტ გარტელმა, ჰენრი ბოსმა და ნაომი გოლდბერგმა განაცხადეს:

”მთავარი აღმოჩენა, ამ კვლევაში ის არის, რომ არცერთმა მოზარდმა არ დაადასტურა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ფაქტი მშობლისა ან მეურვის მხრიდან. ეს მონაცემები ეწინააღმდეგება საერთო წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ გეი და ლესბოსელი მშობლები უფრო მეტად არის გავრცელებული შვილების მიმართ სექსუალური ძალადობა.”

წყარო: http://www.pinknews.co.uk/2010/11/10/zero-per-cent-rate-of-abuse-for-children-with-lesbian-parents/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია