ჰარვარდში ლგბტ წიგნების განადგურება "შემთხვევითობად" განსაზღვრეს
14 12 2010

24 ნოემბერს, ლამონტის ბიბლიოთეკაში, წიგნები, რომლებიც ერთსქესიან ქორწინებასა და ლგბტ საკითხებს ეხებოდა, დაზიანებულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. თაროზე, წიგნების გვერდით, იდგა ცარიელი ბოთლი, რომელიც სავარაუდოდ შარდს შეიცავდა.

ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა 10 დეკემბრამდე არ მიმართეს პოლიციას, რის შემდეგაც ინციდენტს "სიძულვილით მოტივირებული" დანაშაული დაერქვა. თუმცა, ორშაბათს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიციის განყოფილებამ დაასკვნა, რომ შარდი შემთხვევით დააქცია ბიბლიოთეკის პერსონალმა.

ჰარვარდის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის წარმომადგენელმა ჯეფ ნილმა განაცხადა, რომ მან ნამდვილად არ იცის, რანაირად აღმოჩნდა შარდით სავსე ბოთლი ბიბლიოთეკაში.

წყარო:http://www.yaledailynews.com/news/2010/dec/14/vandalization-lgbt-books-harvard-determined-accide/



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის