წლის ათი საუკეთესო ლგბტ პერსონაჟი
22 12 2011

10. ლორანი (ჟერემი რენიე) ფილმში “სამაგალითო ცოლი” (Potiche)

ფრანგი რეჟისორის ფრანსუა ოზონის ეს კომედია კატრინ დენევსა და მისი პერსონაჟის შვილის - ლორანის ლატენტ გეი პერსონაჟს გთავაზობთ;

09. ლისბეთ სალანდერი (რუნი მარა) ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი" (Girl with the Dragon Tattoo)

ყველასათვის საყვარელი ბისექსუალი გოთი, რომელიც საზოგადოებაში ადგილს ვერ პოულობს ახალი სახით ბრუნდება ეკრანებზე;

08. ყველა პერსონაჟი ფილმში "X-ადამიანები: პირველი კლასი" (X-Men: First Class)

მუტანტები განსხვავებულები არიან, მათი ეშინიათ და დასცინიან. მიხვდით ხომ მეტაფორას?

07. პიტერ გილაუმი (ბენედიკტ კამბერბატჩი) ფილმში "ჯაშუში ჯარისკაცი" (Tinker Tailor Soldier Spy)

კამბერბატჩის ნერვებდაწყვეტილი ჯაშუში ერთადერთი გეი პერსონაჟი არაა შპიონაჟის შესახებ გადაღებულ ამ ლამაზ ფილმში, მაგრამ სხვების დასახელება ფილმის ნახვის ინტერესს დაგიკარგავთ;

06.ფრენსისი (ქსავიერ დოლანი) ფილმში "გულისცემა" (Heartbeats)

ლამაზმა და ნიჭიერმა ქსავიერ დოლანმა დაწერა, გადაიღო და ითამაშა თავის პირველ ორ ფილმში - მესამეც უკვე მალე გამოვა;

05. იუგას დაჯგუფება (სხვადასხვა) ფილმში "ტენესი უილიამსის შვილები" (Sons of Tennessee Williams)

ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს გეი უფლებებისათვის ბრძოლაზე ნიუ ორლეანში და დრეგ მეჯლისებზე, რომლებიც სტოუნუოლის ამბოხებას 10 წლით უსწრებენ.

04. ჰუბერტ ფეიჯი (ჯენიფერ მაკტირი) ფილმში "ალბერტ ნობსი" (Albert Nobbs)

გლენ ქლოუზის საოცნებო პროექტს, მე-19 საუკუნის ირლანდიაში მამრობითი სქესის მსახურად გადაცმულ ქალზე, შეიძლება ითქვას ფილმის მეორე გმირი დაეპატრონა. ჯენიფერ მაკტირი ასევე განასახიერებს ქალს, რომელმაც მამაკაცის სოციალური როლი აიღო, თუმცა მას საკუთარ სექსუალობაზეც უფრო ცხადი წარმოდგენა აქვს.

03. რასელი და გლენი (ტომ კულენი და კრის ნიუ) ფილმში "უიქენდი" (Weekend)

ამომავალი ვარსკვლავები ტომ კულენი და კრის ნიუ სასწაულად არიან შეთამაშებულნი, განასახიერებენ რა მორცხვ პირად მცველსა და გაბედულ ხელოვანს ამ მოკრძალებულ, მაგრამ ტრანსცენდენტურ სასიყვარულო ამბავში.

02. ალიკე (ადეპერო ოდუიე) ფილმში "ფარია" (Pariah)

ალიკე მორცხვი ლესბოსელია ბრუკლინის უხეშ უბანში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური გეი პერსონაჟია ბოლო წლების განმავლობაში და წარმოაჩენს ჯგუფს, რომელიც ნაკლებად არის წარმოდგენილი ეკრანზე.

01. ჰელი (კრისტოფერ პლამერი) ფილმში "დამწყებები" (Beginners)

კრისტოფერ პლამერი ძალიან ტკბილად ასახიერებს კაცს, რომელიც ქამინაუთს თავისი ცხოვრების საკმაოდ გვიანდელ ეტაპზე აკეთებს.

წყარო:http://www.towleroad.com/2011/12/movies-best-lgbt-characters-of-the-year.html



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"