ლედი გაგა ლგბტ საზოგადოებისთვის
14 09 2010

ლედი გაგა ლგბტ ადამიანებისთვის შესანიშნავი მოკავშირე აღმოჩნდა და თავის უზომო წარმატებას ცვლილებების მოსახდენად იყენებს.

კვირას ჩატარებული MTV-ის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ლედი გაგა ესაუბრა ელენ დეჯენერესს და მოუთხროთავის კამპანიაზე, რომელსაც შეერთებული შტატების ჯარში არსებული ჰომოფობიური პოლიტიკის ”Don’t Ask, Don’t Tell” (არ იკითხო, არ თქვა) გაუქმებისთვის მართავს.

”იმ შემთხვევაში თუ მოვახერხებთ, რომ ჰარი რიდს (ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენტატში უმრავლესობის ლიდერი) ამ საკითხზე კენჭისყრა დავანიშნინოთ, შესაძლებელია, რომ კანონპროექტზე ხელი პრეზიდენტსაც მოვაწერინოთ” - უთხრა მან ელენ დეჯენერესს.

წყარო:

http://www.hollywoodnews.com/2010/09/14/lady-gaga-using-fame-to-make-a-difference-for-lgbt-community/



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება