ევროკავშირთან სიახლოვის გამო, უკრაინა ერთგვარი დერეფანი გახდა მიგრანტებისთვის, რომლებიც ძალადობას გაურბიან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავღანეთი და სომალი. ადამიანის უფლებათა აქტივისტების თქმით, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, სომალელების უდიდესი თემი ცხოვრობს.
ევროკავშირსა და უკრაინას შორის დადებული შეთანხმება ხელახალი დაშვების თაობაზე ძალაში 2010 წლის 1 იანვარს შევიდა და ითვალისწინებს უკრაინის გავლით ევროკავშირში შემოსულ მესამე ქვეყნების წარმომადგენლების უკან დაბრუნებას. ასობით ასეთი ადამიანის დაბრუნება ხდება ყოველწლიურად, აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
”მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები, მათ შორის ბავშვები, ძალადობისა და დროებითი თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე დგებიან, უკრაინის პოლიციისა და მესაზღვრეების ხელში”,– აღნიშნულია ანგარიშში:ემიგრანტების ნაწილმა მოგვითხრო როგორ აწამეს ისინი პოლიციელებმა, მათ შორის ელექტროშოკით, მას შემდეგ, რაც მათი მცდელობა ევროკავშირში შეეღწიათ აღიკვეთა და ასევე უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან მათი დეპორტაციის შემდეგ.
ანგარიშში მოყვანილია 17 წლის ავღანელი ბიჭის ჩვენება, რომელიც უკრაინაში სლოვაკეთიდან დააბრუნეს: საზღვარზე უკრაინელ ჯარისკაცებზე ლაპარაკის მეშინია. მათ ჩვენ გვცემეს. გვცემდნენ, რომ რუსულად გველაპარაკა. როგორც კი აგვიყვანეს, მაშინვე ცემა დაგვიწყეს.
წყარო:http://madikazemi.blogspot.com/2010/12/in-ukraine-returned-asylum-seekers-face.html