ქვინსის დემონსტრაცია ნიუ-იორკ სითიში
20 10 2009

შაბათს, 17 ოქტომბერს რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა ნიუ-იორკ სითის მეზობლად მდებარე კოლეჯ-ფოინთის (ქვინსის) ქუჩებში სიძულვილის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჯეკ პრაისის მხარდასაჭერად, რომელიც ჰომოფობიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ერთი კვირით ადრე ჯეკ პრაისი გასტრონომიული მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ ორმა მამაკაცმა ქუჩაში სასტიკად სცემა. ამის შესახებ www.towleroad.com იტყობინება. იმავე დღეს საპროტესტო აქცია გამართეს პრაისზე თავდამსხმელი დენიელ როდრიგესის (იგი დაპატიმრებულია) მეგობრებმაც. მათ ნიუ-იორკის სატელევიზიო არხ WPIX-TV-თან საუბარში უარყვეს, რომ მომხდარი სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულია, და თავდამსხმელებს, დენიელ ალემანსა და დენიელ როდრიგესს, რომელთა მიერ პრაისის სასტიკი ცემაც შემთხვევით ვიდეო-ფირზე იქნა აღბეჭდილი, “მედიისგან ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლები” უწოდეს.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"