ლგბტ მსვლელობა მოლდოვას დედაქალაქში
20 05 2014
კიშინიოვი - 17 მაისს ასამდე ადამიანმა კიშინიოვის ცენტრში ლგბტ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ (ლგბტ) ადამიანთა უფლებების დამცვეების ორგანიზებულ, ოფიციალურად სანქცირებულ აქციას ასამდე ადამიანი აპროტესტებდა.
ორთოდოქსი ჯგუფები იმ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ, რომელთა მონაწილეებიც დემონსტრანტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ვინაიდან პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებუი, კონტრდემონსტრატებმა ვერ შეძეს დემონსტრაციისთვის ხელის შეშლა. დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებდნენ მხარდამჭერები რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ასევე, შვედეთისა და ამერიკის ელჩები კიშინიოვში.
პროტესტის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.
ეს იყო მხოლოდ მესამე ლგბტ დემონსტრაცია მოდოვაში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
სხვა მცდელობები არასანქცირებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ან კონტრ-დემონსტრანტების მიერ ჩაშლილი.
დემონსტრაცია ერთკვირიანი ლგბტ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
წყარო
ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"