რომში ჰომოფობიური ბულინგის გამო 14 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
13 08 2013
ჰომოფობიური ბულინგის გამო, თოთხმეტი წლის რომაელმა მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პარასკევს, დილის ორ საათზე, მან ჯერ მკლავები დაისერა, შემდეგ კი აივნიდან გადახტა და თავი მოიკლა. როგორც "La Repubblica" იუწყება, თვითმკლელობამდე მან ორი შეტყობინება დატოვა ოჯახისათვის პატიების სათხოვნელად. ერთი მის USB გადამტანზე, ხოლო მეორე ხელნაწერი. ერთში ეწერა: “მე ჰომოსექსუალი ვარ და ჩემი ტრაგედია არავის ესმის. არ ვიცი, როგორ გავხადო ეს მისაღები ჩემი ოჯახისთვის.” მსხვერპლის მობილურ ტელეფონზე შესაბამისი შეტყობინების აღმოჩენის შემდეგ, პოლიციამ დაადგინა, რომ დაღუპული მისი სექსუალობის გამო ბულინგს განიცდიდა. კიდევ ერთმა მოზარდმა ჩამოიხრჩო თავი 2012 წლის ნოემბერში. ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, ეს ორი შემთხვევა ცხადჰყოფს ჰომოფობიური ბულინგის პრობლემას, რომლის წინაშეც იტალიის ლეგალური სისტემა დგას. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებს დაიცავდა. წელს, ივლისში, იტალიის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ის აპირებდა განეხილა კანონპროექტი, რომელიც ჰომოფობიურ დისკრიმინაციას დასჯადს გახდიდა. იტალიაში ამჟამად არავითარი დაცვის მექანიზმი არ არსებობს საჯარო ჰომოფობიური დისკრიმინაციისგან, მომსახურების სფეროში, ისევე, როგორც კანონით არ რეგულირდება სიძულვილის ენის გამოყენება. ერთი სქესის პარტნიორებს შორის ქორწინება და სამოქალაქო პარტნიორობა ამჟამად ასევე არ არის აღიარებული, და ერთი სქესის წყვილებს შვილად აყვანის უფლებაც არ აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ გენდერული იდენტობა არ არის ოფიციალური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"