ლგბტი ადამიანთა უფლებების დაცვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ნაწილია
25 06 2013
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ შეიმუშავა მითითებები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანების მიერ მათი უფლებებით სარგებლობის დაცვისა და ხელშეწყობისთვის.
სახელმძღვანელო დაწვრილებითი ლეგალური დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს მიაწოდებს ლგბტი ადამიანთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების ხელშემწყობ ინსტრუქციებს. ინსტრუქციების მიერ წახალისებულია დისკრიმინაციული კანონებისა და პოლიტიკის, ლგბტი-ფობიური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხრვის ხელშეწყობა.
სახელმძღვანელო პირველია ევროკავშირის დოკუმენტებს შორის, რომელიც პირდაპირ ეხება ინტესქეს ადამიანებს.
ილგა-ევროპა წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის ორგანოებთან მის საგარეო პოლიტიკაში ლგბტი ადამიანთა უფლებებთან მიმართებაში ასეთი სტრატეგიის შემუშავებაზე. შედეგად, 2010 წელს შექმნილი მითითებები დღეს იურიდიულ დოკუმენტად იქცა.
როგორც ილგა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ პარადისმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელმაც მისი წვლილი უნდა შეიტანოს ლგბტი ადამიანთა უფლებების მდგომარეობის გამოსწორებაში ევროკავშირს გარეთ.
წყაროე
ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის