ეს ნაბიჯი გადადგმულ იქნა, მას შემდეგ, რაც არაოფიციალური მონაცემებით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ირანის უზენაესმა სასამართლომ საქინე მოჰამადი აშთიანის განაჩენი - ჩაქოლვა - დაამტკიცა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალბატონმა აშთიანიმ თაბრიზის ციხის საკანში შუშის ნამსხვრევით თავის მოკვლა სცადა ზემოხსენებული სიახლეების შეტყობის შემდეგ.
ირანული წყაროების განცხადებით, ქალბატონი აშთიანის, აგრეთვე პატიმრობაში მყოფი, ადვოკატი, ჯავიდ ჰუთან ქიანი, შეიძლება ასევე სასიკვდილო განაჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. თაბრიზის ციხიდან ფარულად გამოტანილ წერილში, რომელიც ჩაქოლვის წინააღმდეგ საერთაშორისო კომიტეტს გადაეცა, ბატონი ქიანი მიუთითებს, რომ მას აწამებენ.
ბატონი ქიანის განცხადებით, მას ფეხებზე და კვერცხებზე სიგარეტს აწვავენ და უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე. მისი თქმით, ცივ ამინდში მას ხელ–ფეხს უკრავდნენ და სახანძრო მილიდან წყალს ასხამდნენ. ”მე ბრალი მხოლოდ იმაში მედება, რომ უშიშრად ვიცავდი ჩემს კლიენტს,”– წერს იგი.
ბატონი ქიანი ციხეში ოქტომბრის მერე იმყოფება. ის საქინე მოჰამადი აშთიანის შვილთან, საჯადთან და ორ გერმანელ ჟურნალისტთან ერთად დააპატიმრეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 22 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ მხარს დაუჭერდა შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ ინიციატივას, დაენიშნათ გამომძიებელი, რომელიც გამოიკვლევდა ირანში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.
საიედ მოჰამმად რეზა საჯადი, ირანის ელჩი გაეროში, აცხადებს, რომ მის ქვეყანას აქვს ”თანდაყოლილი, ჭეშმარიტი და ღრმად ფესვგადგმული” პატივისცემა ადამიანის უფლებებისადმი.
ირანს მხარი დაუჭირა პაკისტანმა, რუსეთმა და კუბამ.