ევროპარლამენტის წევრები რუსეთის ფედერალური ცენზურის კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან
23 01 2013

ლგბტ ინტერჯგუფი შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროტესტის სხვა მონაწილეებს ბრიუსელში რუსეთის საელჩოს წინ. აქცია მიმართულია კანონპროექტ 6.13.1-ის წინააღმდეგ, რომელიც ლგბტ ადამიანებისადმი მხარდაჭერის გამოხატვას უკანონოს გახდის მთელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით.

რუსეთის ცხრა რეგიონში უკვე დანაშაულია თქვა, რომ ჰომოსექსუალობა ნორმალური მოვლენაა. ბოლო დროს გახშირებული რეგიონალური კანონები, რომელთა მიღებაც პირველად 2006 წელს დაიწყეს, ხოლო ამ ბოლო დროს, ითვალისწინებს როგორც ჯარიმებს, ისე თავისუფლების აღკვეთას. კანონპროექტი 6.13.1, რომელიც რუსეთის 83 რეგიონს დაფარავს, ითვალისწინებს 500,000 რუბლის (12,400 ევროს) ოდენობის ჯარიმას.

მას შემდეგ, რაც ეს კანონები ამოქმედდა, რუსული ორგანიზაციები, როგორიცაა Coming Out Saint Petersburg და GayRussia აცხადებენ, რომ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის დონე გაიზარდა.

რუსეთის პარლამენტს ეს კანონი დღეს უნდა განეხილა, მაგრამ, როგორც ჩანს, დებატები სხვა დროისათვის გადადეს.

მაიკლ კეშმანმა, რომელიც ევროპარლამენტის წევრი და ლგბტ ინტერჯგუფის თანაპრეზიდენტია, განაცხადა, რომ ამაყია, დემონსტრაციაში 20-მა ორგანიზაციამ და 70-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მისი აზრით, ეს ცოცხალი შეხსენებაა იმისა, რომ სხვისი უფლებებისთვის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ერთად შეგვიძლია შეუწყნარებლობა და არაადამიანობა დავძლიოთ.

სოფი ველდმა, ასევე ევროპარლამენტის წევრმა და ლგბტ ინტერჯგუფის ვიცეპრეზიდენტმა, დასძინა, რომ ის შვებას გრძნობს რუსეთის პარლამენტში კანონპროექტის განხილვის გადავადების შესახებ და იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია უფრო სერიოზულად მიუდგება საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.

წყარო:

http://www.lgbt-ep.eu/press-releases/mep-protests-russia-federal-censorship-bill/


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება