ევროპარლამენტი მსოფლიოს ქვეყნებს ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
17 12 2010

დღეს ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებს. ანგარიშში ასევე არის მოწოდება მეტი ძალისხმევისათვის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსექსუალი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან.

სექსუალურ ორიენტაციასთან მიმართებაში ანგარიში:

- ხაზს უსვამს ახალი უფლებების ჩამოყალიბების საჭიროებას, რომლებიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე წარმოქმნილ ახალ საფრთხეებს სათანადო რეაგირებას მოახდენენ;

- მიესალმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევას გაეროსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებში, ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ეს ძალისხმევა არ შეწყდეს;

- გამოხატავს დიდ წუხილს უგანდაში 2009 წელს შექმნილი ”ანტი-ჰომოსექსუალური კანონპროექტის” შესახებ, რომელსაც ჯერ კიდევ განიხილავს უგანდის პარლამენტი;

- მიესალმება ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ სქემას, რომლის მიხედვითაც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მოხდება და მოუწოდებს მისი გამოყენებისკენ;

- გმობს ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მზარდ ძალადობას და განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობას; ამასთან აღიარებს ისეთ დადებით ცვლილებებს, როგორიცაა ინდოეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია.

წყარო:http://www.lgbt-ep.eu/press-releases/european-parliament-calls-for-protection-of-lgbt-peoples-human-rights-worldwide/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის