თურქი გეი მოზარდი ოჯახის წევრებმა მოკლეს
07 09 2012

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქი გეი მოზარდი მამისა და ბიძის მიერ იქნა მოკლული ოჯახის „შერცხვენისათვის“. ოჯახმა საქმის მიჩქმალვა სცადა. მკვლელობა მოხდა თურქეთის ქურთულ პროვინცია დიარბაკირში.

ადგილობრივი ლგბტ თემის წარმომადგენლების ცნობით, მკვლელობა, რომელიც გასულ თვეს მოხდა მხოლოდ ახლახანს გახმაურდა იმიტომ, რომ ბიჭის ოჯახი მდიდარი და ძალაუფლების მქონეა და მკვლელობის მიჩქმალვას შეეცადა.

ცნობილია, რომ მსხვერპლი, ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდა რ.ა. ოჯახში ძალადობას განიცდიდა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო, სანამ თავშესაფარს მეგობრის სახლში იპოვნიდა.

მსხვერპლის ბიძამ, ძალით წამოიყვანა მოზარდი მეგობრის სახლიდან; გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამის შემდეგ ბიჭს მამასთან შელაპარაკება მოუვიდა, რომლის შემდეგაც მამამ შვილს 14 ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, და მეორე ვაჟთან ერთად გზის პირას დატოვა ცხედარი.

ოჯახის წევრების მიერ თურქი ლგბტ ადამიანების მკვლელობა, 2012 წლის აპრილსა და ივლისში აღირიცხა. მსგავი მკვლელობები ”ღირსების მკვლელობებად” ინათლება, რადგან ოჯახს ურჩევნია ლგბტ თემის წევრი შვილი ან ნათესავი მოკლას, ვიდრე ის სტიგმა, ნეგატიური სოციალური პოზიცია და დაცინვა აიტანოს, რომელიც ზემოხსენებული საკითხის გაცხადების შემთხვევაში მათ გარშემომყოფთა და ფართო ოჯახისგან ელის.

2008 წელს, აჰმეტ ილდიზი, ახალგაზრდა ქურთი გეი კაცი, რომელმაც დიარბაკირი დატოვა და სტამბულში გადავიდა ღია ცხოვრებით საცხოვრებლად, მამის მიერ იქნა მოკლული ოჯახის ”შერცხვენის” გამო.

წყარო: http://www.gaystarnews.com/article/turkey-gay-teen-murdered-family070912



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა