ბელგრადის გეი “პრაიდი” გაუქმებულია
10 09 2009

როგორც www.euronews.net იუწყება, მას შემდეგ, რაც სერბეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების პრობლემების გამო ბელგრადის გეი “პრაიდის” მსვლელობისათვის ადგილის შეცვლა ითხოვა, ლგბტ უფლებათა აქტივისტებმა კვირას, 20 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება გადადეს.

ულტრანაციონალისტები და ფეხბურთის ხულიგნები “პრაიდის” მონაწილეებს თავდასხმით დაემუქრნენ.

ღონისძიების გადადება მოხდა პრეზიდენტ ბორის ტადიჩის მიერ პირობის დადებიდან, რომ იგი დაიცავდა მსვლელობას, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ.

მომხდართან დაკავშირებით “პრაიდის” საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მაჟდა პუაკამ განცვიფრებით განაცხადა: “სერბეთმა თავი მოუხარა რამოდენიმე მოძალადე ჯგუფის მუქარებს. შესაბამისად, სახელმწიფოს გადაწყვეტილება, სადმე სხვაგან, “სერბეთის სასახლის” მახლობლად მდებარე მინდორზე ჩაეტარებინა მარში, მსვლელობა უსარგებლოდ და ყოველგვარ აზრს მოკლებულად გადააქცია.”

ცხადია, მოვლენების მსგავსი განვითარება ეჭვქვეშ აყენებს სერბეთის მისწრაფებას, გახდეს უფრო მეტად ღია საზოგადოება – უახლესი სისხლიანი ისტორიის კვალზე.

2001 წელს ერთადერთ გეი “პრაიდს”, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა, ნაციონალისტები ჩაუსაფრდნენ, რის შედეგადაც ღონისძიების მრავალი მონაწილე და პოლიციელი დაშავდა.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება