ირანი: ებრაელები ჰომოსექსუალობას ავრცელებენ
08 09 2012

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ირანული გაზეთი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც გამომცემლის აზრით ფარდას ხდის ებრაელი ხალხის საიდუმლო გეგმას, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, მსოფლიოში ჰომოსექსუალობის გავრცელების ფარულ გეგმას.

დოკუმენტი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო მაშრეყის მიერ დაიბეჭდა სათაურით ”შესავალი მსოფლიოში ჰომოსექსუალობის გავრცელების ფარულ და ცხად ასპექტებში”, დეტალურად აღწერს ”ებრაული ფინანსური და ადამიანური კაპიტალის, ისევე, როგორც დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკისა და ბრიტანეთის”, ფარულ გეგმას. სტატია თავს ესხმის პროგრესულ იუდაიზმს გეი და ლესბოსელი რაბინებისადმი მიმღებლობის გამო.

ავტორის აზრით, გაზეთში გაკრიტიკებული ქვეყნების მიზანი მსოფლიო დომინაციაა. სტატიაში წერია, რომ ”ღვთის საწინააღმდეგო ქმედებები და ამორალური ფენომენები გახდება მიღებილი და გამოიყენება მათ დასამირჩილებლად, ვინც ჰომოსექსუალობას არ უჭერს მხარს.”

ამერიკის შეერთებული შტატების კინოინდუსტრიასა და ”ებრაულ უნივერსიტეტებს” ასევე ბრალდება ჰომოსექსუალობის ”სწავლება”. ნათქვამია, რომ მსგავსი სწავლება სავალდებულო იყო კალიფორნიის სკოლების ყველა მოსწავლისთვის.”

წყარო: http://www.pinknews.co.uk/2012/09/08/iran-news-agency-jews-are-spreading-homosexuality-in-a-world-takeover-bid/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა