“იდენტობა” ჰომოფობიის შემცირებაზე იზრუნებს
24 03 2012

პროექტი სტუდენტებში ჰომოფობიის საზოგადოებრივი პრობლემის შესახებ მგრძნობელობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში 500-მდე სტუდენტი ათობით საჯარო შეხვედრასა და ტრენინგში მიიღებს მონაწილეობას. წლის ბოლოს კი, საქართველოში პირველად, აკადემიური კონფერენცია გაიმართება, რომელშიც კონკურსის წესით შერჩეული 20-მდე საუკეთესო სტუდენტი ლგბტ უფლებების საკითხებზე მომზადებულ აკადემიურ ნაშრომს წარმოადგენს.

პროექტის მიზანია:

• საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ადამიანების მიმართ სიძულვილის გამოხატულების შემცირება და მათი ხილვადობის გაზრდა.

• მომავალი ჟურნალისტების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ექიმებისა და იურისტების მგრძნობელობის გაზრდა ლგბტ ადამიანების მიმართ განათლებისა და წვრთნის პროგრამის მეშვეობით.

• სანდო, კვლევებზე დაფუძნებული და პრაქტიკული ინფორმაციების გადაცემის მიზნით 5 თემატური სახელმძღვანელოს გამოშვება ლგბტ ფსიქოლოგიით, სამართლის, ჟურნალისტიკის, სოციალური სამუშაოსა და მედიცინის სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისათვის. პუბლიკაციები ელექტრონულად, ასევე რესურს-ცენტრებისა და ბიბლიოთეკების მეშვეობით უფასოდ გავრცელდება.

“ პროექტის შედეგად საზოგადოების ყველაზე მეტად დაუცველი და სოციალურად გარიყული ჯგუფების შესახებ სტუდენტთა ინფორმირება გახდება შესაძლებელი,” – განაცხადა “იდენტობას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ვაჭარაძემ. მისი თქმით, “მისასალმებელია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ადამიანის უფლებების სწავლების, სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელების საკითხის მიმართ მხარდაჭერა”.

წყარო: http://identoba.ge/5831



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის