ამერიკელი მონაზონის წიგნი სექსუალობაზე
20 06 2012

ვატიკანმა საყვედური გამოუცხადა და მარგარეტ ფარლის იმის გამო, რომ მან სექსუალობაზე წიგნი დაწერა. წიგნი, სახელად ”უბრალოდ სიყვარული: ქრისტიანული სექსუალური ეთიკის სტრუქტურა” სექსუალობის თემაზეა და მასში გამოთქმული აზრები სრულიად განსხვავდება ეკლესიის სწავლებისგან მასტურბაციაზე, ჰომოსექსუალობაზე, განქორწინების შემდეგ ხელმეორედ შეუღლებასა და ერთსქესიან ქორწინებაზე.

BBC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარლიმ განაცხადა: ”ის, ფაქტი რომ ქრისტიანებმა (და სხვებმა) სხეულებრიობისა და სექსუალობის შესახებ ახალ ცოდნასა და უფრო ღრმა გაგებას მიაღწიეს, მოითხოვს, რომ ჩვენ სექსუალურ ეთიკაში განვითარების შესაძლებლობა მაინც განვიხილოთ.” თავის ტექსტში ფარლი წერს, რომ მასტურბაცია შეიძლება სულაც არ იყოს საზიანო ურთიერთობისთვის და რომ ჰომოსექსუალ ადამიანებსა და ქცევას პატივი უნდა ვცეთ. ვატიკანმა წიგნი აკრძალა და ის არ ისწავლება კათოლიკურ ინსტიტუციებში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ამერიკელი მონაზონის მიერ დაწერილი უკვე მეორე ტექსტის ცენზურაა. 2011 წელს, და ელიზაბეთ ა. ჯონსონის წიგნი ”ცოცხალი ღმერთის ძიება: ღვთის თეოლოგიის საზღვრების რუკაზე დატანა” ასევე ვატიკანის მიერ იქნა აკრძალული. დიდი გამოხმაურება გამოიწვია ასევე, ეპისკოპოსების მიერ ამერიკელი მონაზვნებისა და რელიგიურ ქალთა ლიდერობის კონფერენციის (LCWR) გამოძიებასა და ცენზურას. გამოძიებამ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს მონაზვნები ავრცელებდნენ ”რადიკალურ ფემინისტურ თემებს, რომლებიც კათოლიკურ რწმენსათან შეუთავსებელია,” და გაკრიტიკებულნი იყვნენ სიღარიბისა და ჯანდაცვის საკითხებზე საუბრის გამო.

წყარო: http://www.feminist.org/news/newsbyte/uswirestory.asp?id=13692



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის