მოსკოვში გეი ბარს უცხო პირები დაესხნენ თავს
14 10 2012

მოსკოვში, შენიღბული კაცები გეი კლუბში შეიჭრნენ და ჭრილობა მიაყენეს სამ ადამიანს. ეს უკვე მეშვიდე ძალადობრივი თავდასხმაა გეებზე, რომელიც წელს დაფიქსირდა. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში იქნა მოთავსებული თვალში შუშის ნამსხვრევით. თავდამსხმელები, რომლებსაც სამედიცინო ნიღბები და კაპიუშონები მოსავდათ, კლუბ 7 Freedays-ში შეიჭრნენ ”ქამინაუთ” წვეულების დროს, განაცხადა კლუბის არტ დირეკტორმა ვიკტორია სოტომ. თავდასხმა, როგორც ჩანს, კარგად იყო ორგანიზებული, ხოლო თავდამსხმელები განსაკუთრებული აგრესიით ექცეოდნენ ქალების. ნიკოლაი ალექსეევმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმები გამოწვეულია რუსეთის დომინანტური მართლმადიდებლური ეკლესიის მოწოდებებით აიკრძალოს გეი კლუბები და ანტი გეი კანონები ფედერალური გახდეს. წყარო: http://www.huffingtonpost.com/2012/10/12/moscow-gay-bar-patrons-at_n_1961408.html


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"