ქალთა საერთაშორისო მუზეუმის ახალი გამოფენა
21 09 2011

ქალთა საერთაშორისო მუზეუმი წარმოგიდგენთ პროგრამა “Curating Change” -ის მეორე მოწვეულ კურატორს, აქტივისტ ჰაფსათ აბიოლას, რომელიც მოამზადებს გამოფენას სამართლიანობის თემაზე. ზემოხსენებული პროგრამა გაგრძელდება მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში და წარმოადგენს ამონარიდებს ქალთა საერთაშორისო მუზეუმის არქივებიდან, რომლებსაც კურირებას გაუწევენ სხვადასხვა აქტივისტი ქალები.

ჰაფსათ აბიოლა გახლავთ ნიგერიელი ადამიანის უფლებათა დამცველი და ქალთა საერთაშორისო მუზეუმის გლობალური საბჭოს წევრი. გარდა ამისა, იგი ასრულებს „მილენიუმის განვითარების მიზნების“ ნიგერიის ოგუნის შტატის მმართველის საგანგებო მრჩეველის მოვალეობას და ასევე გახლავთ კუდირატის დემოკრატიული ინიციატივის დამაარსებელი. ეს უკანასკნელი ორგანიზაცია იღწვის ნიგერიაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის. აბიოლას საქმიანობის შთაგონების წყაროს მისი მშობლების ისტორიაც წარმოადგენს, რომლებიც პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ. ჰაფსათ აბიოლას მამა მ.კ.ო აბიოლა ნიგერიის პრეზიდენტად აირჩიეს 1993 წელს, მაგრამ მას საპრეზიდენტო ვადის შესრულება პატიმრობაში მოუწია და იგი ციხეში გარდაიცვალა, ხოლო დედამისი, კუდირატი, ლაგოსის ქუჩაში მოკლეს 1996 წელს.

ჰაფსათის მიერ გამოფენისთვის შერჩეული მასალა შეიცავს ფოტო სერიას, სახელწოდებით ” Working for Just Salt”, ესეს “Alexander Detained,” რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაში მუშაობის პირად მსხვერპლზე მოგვითხრობს და ” Thirst World Countries,” რომელიც ეხება იმ შედეგებს, რომლებიც ქალებისთვის წყლის დეფიციტს მოაქვს. ჰაფსათ აბიოლა გამოფენაზე წარადგენს კიდევ სხვა მნიშვნელოვან მასალას ქალთა საერთაშორისო მუზეუმის არქივიდან.

წყარო:http://www.awid.org/eng/Library/International-Museum-of-Women-Second-Curating-Change-Installation-featuring-Hafsat-Abiola-on-Justice



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან