გეი უფლებებათა აქტივისტები დააკავეს
13 07 2010

დაახლოებით 20 ადამიანი ატარებდა საპროტესტო აქციას ოთხშაბათს სტრიპ და ტროპიკანა ავენიუების გადაკვეთაზე და მოუწოდებდა სენატორ ჰარი რეიდს, რომ მხარი დაეჭირა სამსახურში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვის კანონპროექტისთვის.

დემონსტრაციის დროს 8 ადამიანი იქნა დაკავებული საგზაო მოძრაობის შეფერხებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როცა სამართალდამცავებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს.

ორგანიზატორების თქმით, GetEQUAL (გახდი თანასწორი), ჯგუფი, რომელმაც მოაწყო დემონსტრაცია, არის ახალი ლგბტ მოძრაობა, რომლის მისიაცაა გააძლიეროს ლგბტ საზოგადოება და მისი მომხრეები და ქმედებით მოითხოვოს სრული სამართლებრივი და სოციალური თანასწორობა.

GetEQUAL -ის ხელმძღვანელი ჰიზერ ქრონკი ამბობს, რომ ანტი-დისკრიმინაციული აქტი, რომელიც ლგბტ საზოგადოებისთვის სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისგან დასაცავ ფედერალურ მექანიზმებს აამუშავებდა, კონგრესში 1974 წლიდანაა გაჭედილი. ახლა კი, როგორც ჩანს კანონპროექტს საკმარისი ხმები აქვს, მაგრამ სენატში ჯერ კიდევ არ ყავს ბევრი მხარდამჭერი, სწორედ აქ შეუძლია სენატორ რეიდს მდგომარეობა შეცვალოს.

GetEQUAL ეროვნული ორგანიზაციაა. ოთხშაბათის დემონსტრაციაზე მასთან თანამშრომლობდნენ ადგილობრივი ლგბტ აქტივისტები მეზობელი არიზონა და კალიფორნიიდან.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან