ვუპი გოლდბერგი ლგბტ აქტივიზმისთვის ჯილდოს მიიღებს
15 01 2013

დიდი ხნის ლგბტ აქტივისტი ვუპი გოლდბერგი 2 თებერვალს ნიუ იორკში, ადამიანის უფლებათა კამპანიის მოკავშირის (Human Rights Campaign’s Ally) ჯილდოს მიიღებს ოსკაროსანი მსახიობი ვუპი გოლდბერგი წლების განმავლობაში ხმამაღლა იცავს ლგბტ ადამიანების უფლებებს, მათ შორის იმ სატელევიზიო შოუში (The View) , რომლის თანაწამყვანიც გახლავთ, განაცხადა ორგანიზაცია Human Rights Campaign-ის პრეზიდენტმა ჩედ გრიფინმა. ”ჩვენთვის დიდი პატივია, ლგბტ თემის უფლებებისათვის ბრძოლისთვის, თანასწორობის მოკავშირის ჯილდო მივანიჭოთ ვუპი გოლდბერგს. ის ხმამაღლა იცავდა ქორწინების თანასწორობას და მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკელთა ქორწინების თანასწორობის ვიდეო კამპანიაში 2011 წელს.” განაცხადა გრიფინმა. წყარო: http://www.advocate.com/arts-entertainment/people/2013/01/14/hrc-honor-whoopi-goldberg-lgbt-activism


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"