ლესბოსელი აქტივისტი მედალს იღებს
20 11 2010

გასულ კვირას, ბუკინგემის სასახლეში გამართულ ცერემონიაზე ბრაითონელ ლესბოსელს, კლერ დიმიონს პრინც ჩარლზმა ბრიტანული იმპერიის წევრის მედალი გადასცა.

45 წლის კლერ დიმიონი მედალით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა ადვოკატირებისთვის დააჯილდოვეს.

კლერს ბუკინგემის სასახლეში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი სამი ლესბოსელი აქტივისტი ახლდა. ერთ-ერთმა მათგანმა, გები ჩერინგმა, რომელიც 66 წლის ადვოკატი გახლავთ, განაცხადა, რომ ვერასოდეს იფიქრებდა ოდესმე თუ მოესწრებოდა ბუკინგემის სასახლეში ლორდ ჩემბერლინის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ”ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი”.

კლერი პირველ პრაიდ მსვლელობას 1985 წელს ლონდონში დაესწრო. რიგაში 2006 წელს დაგეგმილ პრაიდთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენებისა და 2005 წელს ვარშავაში აკრძალული პრაიდ მსვლელობის შემდეგ, მან გადაწყვიტა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევრპაში გამართულ პრაიდებში მიეღო მონაწილეობა. მას შემდეგ, დიმიონი სისტემატიურად იღებდა მონაწილეობას ყოფილ საბჭოთა სივრცეში გამართულ პრაიდ მსვლელობებში.

2009 წელს მან შექმნა Pride Solidarity Tour (პრაიდის სოლიდარობის ტური), რომლის ფარგლებშიც მან თითოეული პრაიდი მოიარა, რათა საერთაშორისო ყურადღება მიექცია მსგავსი მსვლელობისა და ლგბტ ადამიანებისათვის მოლდავეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, რუმინეთში, მაკედონიაში, უკრაინაში, პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. ბოლოს, იგი ბელგრადის პრაიდზე გახლდათ, სადაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ წარმატებულად დაიცვეს სერბმა სამართალდამცავებმა პრაიდის მონაწილეები მოწინააღმდეგეთა ძალადობისგან.

კლერი ამბობს: სლოვაკები ძალიან გულისხმიერები არიან ჩემს მიმართ და სლოვაკეთის პრაიდის დედასაც კი მეძახიან, მაგრამ მე ვთვლი, რომ უფრო სწორი იქნებოდა ჩემთვის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის “მეამბოხე დეიდა” დაეძახათ. ისინი თავად აკეთებენ მთელს სამუშაოს, რისკებსაც საკუთარ თავზე იღებენ, მე კი უბრალოდ მივდივარ, დროშას ვაფრიალებ და ვცდილობ ჩემი იქ ყოფნით მხარი დავუჭირო.

კლერის თანამშრომლობამ FCO-სა (ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის უწყება) და ბრიტანული საელჩოების წარმომადგენლებთან ევროპის მასშტაბით, საელჩოებში ცისარტყელის ფერების დროშების აფრიალებას შეუწყო ხელი. მათ აიტაცეს დიმიონის რეკომენდაცია ეთარგმნათ ” FCO-ს გზამკვლევი ლგბტ ადამიანებისთვის” ადგილობრივ ენებზე ისე, რომ იგი მისაწვდომი ყოფილიყო ახალგაზრდა ლგბტ ადამიანებისა და მათი მშობლებისთვის.

კლერ დიმიონი ხშირად უსვამს ხაზს ლგბტ ახალგაზდებში თვითმკვლელობის მზარდ მაჩვენებელს და კარგად არის გათვითცნობიერებული ლგბტ ახალგაზრდების იზოლირებულობაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მათ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავთ.როგორც მასწავლებელი, იგი რეგულარულად საუბრობს ლგბტ ახალგაზრდებთან მათი ქამინგ აუთის გამოცდილებაზე და ცდილობს მხარი დაუჭიროს მათ და ასწავლოს პრაიდის ისტორია, რომელიც მისი აზრით მათ დაეხმარებათ: ზოგიერთი ახალგაზრდა ისე ეპყრობა ცისარტყელა დროშას, თითქოს მასზე მისი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ არ იცის მისი წარმოშობის ამბავი და სთოუნვოლის მომხდარი მოვლენების მნიშვნელობა. ასეთი ყურადღებიანი სტუდენტები ჯერ არ მყოლია!

კლერის წყალობით გაიზარდა იმ საელჩოების რაოდენობა, რომლებიც იცავენ ლგბტ ადამიანების უფლებებს. 2007 წელს ასეთი საელჩო სულ შვიდი იყო, ხოლო 2010 წელს უკვე ოცდაორი.

წელს გაიმართა პირველი პრაიდი ვილნიუსსა და ბრატისლავაში - ორივე დიპლომატიური საზოგადოების დიდი მხარდაჭერით. ბრიტანეთის ელჩები დაეწსრნენ პრაიდის დროს გამართულ მსვლელობას ვილნიუსში, ბუხარესტში, ბუდაპეშტში, ბრატისლავაში და ვარშავის ისტორიულ ევროპრაიდს, რომელიც პოლონეთში 17 ივლისს გაიმართა.

კლერი გვატყობინებს, რომ ბრიტანეთის ელჩი ნეპალში დაესწრო კატმანდუში ჩატარებულ პირველ პრაიდს მიუხედავად იმისა, რომ დიმიონს ეს მისთვის არ უთხოვია. კლერის აზრით, ეს ყველაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა პარლამენტის წევრის, კაროლინ ლუკასის მხარდაჭერა, რომელმაც დიმიონის იდეები FCO-ს გააცნო.

წყარო: http://www.gscene.com/local/MBE_for_local_lesbian_activist.shtml



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია