კანონპროექტები ერთსქესიანი ქორწინების შესახებ
03 10 2009

www.newsmax.com- ის ინფორმაციით, ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის საბჭოს წევრმა დევიდ კატანიამ განაცხადა, რომ იგი სამშაბათს, 6 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წინაშე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების უფლებას მისცემს.

ვაშინგტონი უკვე ცნობს იმ შტატებში გაფორმებულ ერთსქესიან ქორწინებებს, სადაც ისინი ლეგალურია (ვერმონტი, აიოვა, კონეკტიკუტი, მასაჩუსეტსი და ნიუ-ჰემპშირი; ასევე დაშვებულია ერთსქესიანი ქორწინება მეინშიც, თუმცა ოპონენტების გამო საკითხის გადაწყვეტა ნოემბრის კენჭისყრას ელოდება). შემოთავაზებული კანონი კი წყვილებს უკვე თვითონ ოლქში მისცემს შეუღლების ნებას სქესის მიუხედავად.

როგორც მოსალოდნელია, კანონპროექტს 10 თანაწარმდგენი ეყოლება და მას ადვილად მიიღებენ 13 წევრით დაკომპლექტებულ ვაშინგტონის მუნიციპალიტეტში. საკანონმდებლო ინიციატივას ქალაქის მერი მხარს უჭერს, თუმცა იგი აუცილებლად უნდა განიხილონ კონგრესშიც, რომელსაც საოლქო კანონმდებლობის მთლიანად გადაატრიალება შეუძლია. კანონმდებლობის სახელწოდება იქნება "2009 წლის შესწორების აქტი რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ქორწინების თანასწორობის შესახებ".

ვაშინგტონის კანონპროექტის კვალდაკვალ, გასული კვირის ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონპროექტი ილინოისის შტატის სენატს პირველად წარუდგინა სენატორმა ჰიზერ სთინსმა.

როგორც www.queerty.com იუწყება, "აქტი თანასწორი ქორწინების შესახებ" მასში გამოყენებული ენით ანალოგიურ კანონპროექტს შეესატყვისება, რომელიც რესპუბლიკელმა, ღია ჰომოსექსუალმა გრეგ ჰარისმა ილინოისის წარმომადგენელთა პალატის წინაშე ახლახანს წარადგინა. ილინოისში მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის ფაქტიც, რომ იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მშობლიური შტატია და თუნდაც მის საკანონმდებლო ორგანოში მიღებულ გადაწყვეტილებებსაც კი ექსპერტები ობამას დემოკრატიულობის მნიშვნელოვან ინდიკატორად მიიჩნევენ.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება