სამიტზე ევროკავშირმა უნდა წამოწიოს ლგბტ უფლებების საკითხი უკრაინაში
22 02 2013
ევროკავშირში უკრაინის სამიტზე ევროკავშირმა უნდა მოუწოდოს უკრაინის მთავრობას, შეწყდეს ძალადობა ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებზე. ეს მოწოდება წარმოდგენილია ორგანიზაცია Human Rights Watch–ისა და 23 სხვა ჯგუფის ოფიციალურ წერილში ევროკავშირის მოხელეების მიმართ. წერილი, რომელსაც 22–მა უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა, ისევე, როგორც Equal Rights Trust და Human Rights Watch–მა მოუწოდებს ევროკავშირს ხმა აიმაღლოს იმ ჰომოფობიური კანონპროექტების წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის პარლამენტში განიხილება და დაგმოს ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმები. სამიტის შეხვედრა შედგება ბრიუსელში 2013 წლის 25 თებერვალს. „ეს ჰომოფობიური კანონპროექტები მიუღებელია ქვეყნისათვის, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ,“ განაცხადა ანა კირეიმ, რომელიც Human Rights Watch–ს წარმოადგენს. „ევროკავშირმა ცხადად უნდა დააყენოს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის საკითხი სამიტზე და ცხადყოს, რომ ასეთ დისკრიმინაციას ევროკავშირის თანამეგობრობაში ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს“. წყარო: http://www.hrw.org/news/2013/02/21/ukraine-eu-should-raise-lgbt-rights-summit


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის