ზაგრების ყველაზე მასშტაბური გეი პრაიდი
17 06 2013

ხორვატიის პარლამენტში მოსახლეობის მეხუთედის მიერ ხელმოწერილი პეტიციის შესვლიდან მეორე დღეს, ზაგრების ყველაზე მასშტაბურ გეი პრაიდის მარშში ათასობით ადამიანმა მიიღო მოაწილეობა. ორგანიზატორთა განცხადებით ხორვატიის დედაქალაქში ჩატარებულ რიგით მე-12-ე პრაიდ მარშში 12000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პარასკევს კი კონსერვატიულმა ჯგუფმა პარლამენტს პეტიციით მიმართა. პეტიციას ქვეყნის 4.2 მილიონიანი მოსახლეობიდან 740,000 ადამიანი აწერს ხელს. აღნიშნული ხელმოწერები 2 კვირიანი მასშტაბური კამპანიის განმავლობაში მოგროვდა. საკანონმდებლო ორგანოსათვის პეტიციის გადაცემამდე საზოგადოებრივმა ჯგუფმა „ოჯახის სახელით“, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით სარგებლობს, ათასამდე თანამოაზრესთან ერთად ზაგრებში მსვლელობა მოაწყო. პეტიცია ითხოვს რეფერენდუმს, რომელზეც დასმული იქნება საკითხი კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც „ქალსა და მამაკაცს შორის კავშირის“ განსაზღვრის შესახებ. დღესდღეისობით კონსტიტუციაში არ არსებობს ქორწინების კონკრეტული განსაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიაში ერთსქესიან ქორწინებას დღემდე ადგილი არ ჰქონია, კონსერვატორი აქტივისტები მოითხოვენ მსგავსი შესაძლებლობის აღკვეთას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მემარცხენე ცენტრისტულმა მთავრობამ განაცხადა, რომ მზადდება კანონპროექტი რომელიც გეი წყვილებს „ცხოვრებისეულ პარტნიორებად“ დარეგისტრირების საშუალებას მისცემს. პეტიციის განსახილველად პარლამენტს კოკნრეტული ვადა დაწესებული არ აქვს. გეი აქტივისტები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ხორვატიაში, აკრიტიკებენ რეფერენდუმის ინიციატივას როგორც „ჰომოფობიურს“ და მთავრობისგან ამ ინიციატივის დაბლოკვას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ პირველ ივლისს ხორვატია ევროკავშირის წევრი ხდება. წყარო: http://www.globalpost.com/dispatch/news/afp/130615/croatian-capital-hosts-biggest-ever-gay-pride-march


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის