პირველი ლესბოსური ქორწილი ყაზახეთში
01 05 2013
ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდას მოსახლეობა პოსტსაბჭოთა ქვყნებისათვის მეტად უჩვეულო მოვლენის, ორი ქალის ქორწილის მომსწრე გახდა.
წყვილმა მათი კავშირის აღსანიშნავად სიმბოლური ქორწილი გადაიხადა. ყაზახური ვებგვერდი Vox Populi ამ ფაქტს ვრცელ ფოტორეპორტაჟს უძღვნის, რომელშიც ნაჩვენებია დახვეწილი საქორწილო ცერემონიალი მთელი თავისი ატრიბუტიკით, ნეფე–პატარძლისთვის განკუთვნილი თეთრი ლიმუზინისა და შამპანურის ჩათვლით.
მართალია ყაზახეთის კანონმდებლობა არ ცნობს ერთსქესიან ქორწინებას, მაგრამ კაროლინამ და კრისტინამ მაინც გადაწყვიტეს ამგვარი ღონისძიებით სიმბოლურად გაეფორმებინათ მათი თანაცხოვრება, ანუ Vox Populi–ის სიტყვებით რომ ვთქვათ – „სიყვარულს კანონები არ აქვს“.
ფოტოებზე გამოსახულია ელეგანტური წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი თეთრ საქორწილო კაბაში, მეორე კი თეთრ შარვალ–კოსტუმშია გამოწყობილი. არსებული ტრადიციების შესაბამისად ისინი ქორწილის სტუმრებთან ერთად ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს სტუმრობენ და შამპანურს შეექცევიან.
Vox Populi–ის რეპორტაჟმა ცხარე დისკუსია გამოიწვია, რომელშიც ერთნი ღიად და ამაყად გამოხატავენ აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილებას, მეორენი კი ლგბტ უფლებებს იცავენ.
ბედნიერ წყვილს უკვე დაგეგმილი აქვს მომავალი და ოჯახის გაზრდას ინ–ვიტრო განაყოფიერების საშუალებით აპირებენ. „როგორც კი ცოტა დანაზოგს დავაგროვებთ, ბავშვებსაც ვიყოლიებთ“ უცხდადებს კრისტინა Vox Populi–ის.
წყარო: http://www.eurasianet.org/node/66899
ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი