ევროპარლამენტის წევრებმა ხუთწლიანი მანდატის ვადის ნახევარი ლგბტ ადამიანების უფლებებისადმი მიძღვნილი ყრილობით აღნიშნეს. ორგანიზაცია ILGA-Europe და ევროპარლამენტის ლგბტ ინტერჯგუფმა ერთობლივად მოაწყვეს ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა ევროპარლამენტის წევრებისათვის იმის შეხსენებას, რომ ევროკავშირში ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვა პოლიტიკური პრიორიტეტია.
ღონისძიების შემდეგ, ევროპის პარლამენტის 184–მა წევრმა ხელი მოაწერა 10 პუნქტად დაყოფილ მანიფესტს Be Bothered Pledge, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წლის არჩევნების დროს შეიქმნა. ხელმომწერები ევროკავშირის 23 წევრ ქვეყანასა და 6 სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ და თავისი ხელმოწერებით ისინი ადასტურებენ, რომ მხარს დაუჭერენ ლგბტ ადამიანთა უფლებებს მომავალ კენჭისყრებში.
ევროპარლამენტის თავმდომარემ მარტინ შულცმა პარლამენტის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარე სრულ მხარდაჭერას აღუთქვამს თანასწორობისათვის ბრძოლას, რომელიც ზემოხსენებულ მანიფესტშია ასახული.
ევროპარლამენტში ლგბტ ინტერჯგუფის თანათავმჯდომარეების ულრიკე ლუნაჩეკისა და მაიკლ კაშმანის განცხადებით „ლგბტ უფლებები პოლიტიკურ სპექტრში უფრო მეტ მოკავშირეს იძენს და მომდევნო ორნახევარი წელი გადამწყვეტი იქნება ევროპაში ნანატრი პროგრესის მისაღწევად.“