რუსი ათლეტების კოცნა ჰომოფობიის წინააღმდეგ
19 08 2013

მსოფლიო ჩემპიონატზე წარმდგარი რუსული ნაკრების ორმა ქალმა ათლეტმა, მოპოვებული ოქრის მედალი რუსეთში ჰომოფობიური კანონმდებლობის გასაპროტესტებლად გამოიყენა. მას შემდეგ, რაც ათლეტები პოდიუმზე ავიდნენ და ჯილდო მიიღეს, მათ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ქსენია რიჟოვამ და ტატიანა ფიროვამ ოქროს მედალი მოიპოვეს 4 x 400 მეტრზე ხტომისათვის მოსკოვში გამართულ ჩემპიონატზე, მათ თანაგუნდელ იულია გუშჩინასა და ანტონინა კრივოშაპკასთან ერთად. გამარჯვების შემდეგ რიჟოვამ და ფიროვამ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟესტი რუსეთში უფრო შეიძლება მეგობრულად იქნას აღქმული, ის მაინც რუსეთის ჰომოფობიური კანონის წინააღმდეგ პროტესტად შეფასდა. აღსანიშნავია, რომ გასულ ხუთშაბათს, შვედი სიმაღლეზე მხტომი ემა გრინ–ტრგარო რუსეთის ლგბტ თემის მხარდასაჭერად ცისატყელას ფერებში შეღებილი ფრჩხილებით გამოვიდა. მას მოგვიანებით ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ განუცხადა, რომ ის მათ კოდექსს არღვევდა და მას ფრჩხილების წითლად გადაღებვა მოუწია „სიყვარულისთვის“. წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"