სიტყვა ჰომოფობია ჟურნალისტების ლექსიკონიდან ამოიღეს
26 11 2012

The Associate Press-მა საკუთარი სტილისტური სახელმძღვანელოდან, რომელსაც პრესაში მომუშავე ბევრი ჟურნალისტი იყენებს, სიტყვა „ჰომოფობია“ ამოიღო. სახელმძღვანელოს გამოყენების ახალი წესების მიხედვით ისეთი სიტყვების გამოყენებისას, რომლებიც „ფობიას“ შეიცავს, ჟურნალისტები უნდა მოერიდონ ყოველგვარ „პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტს“. ასეთი სიტყვებია ჰომოფობია და ისლამოფობია. დოქტორ ჯორჯ უაინბერგი, რომელმაც 1972 წელს გამოცემულ წიგნში „საზოგადოება და ჯანმრთელი ჰომოსექსუალი“ პირველად შემოიღო ტერმინი „ჰომოფობია“ არ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას:

„არის თუ არა ჰომოფობია ყოველთვის დაფუძნებული შიშზე? მე ასე მეგონა და ახლაც ასე მგონია. იქნებ შურზეც კი. მაგრამ ეს ფსიქოლოგიური საკითხი უფროა. ჩვენ არ გაგვაჩნია სხვა სიტყვა, იმის ასახსნელად რაც ამ შემთხვევაში იგულისხმება და ამ სიტყვამ უკვე კარგად დაიმკვიდრა თავი.“ განაცხადა უაინბერგმა.

უაინბერგის არგუმენტი ღირებულია, მაგრამ სიტყვა „ჰომოფობიის“ რიტორიკული ძალაუფლება საგრძნობლად შემცირდა. იქნებ სწორედ მისი გავლენის გამო ხდება ისე, რომ კონსერვატიულმა ჯგუფებმა საჯარო პროფილი შეიქმნეს სპეციფიკურად იმაზე ხაზგასმით, რომ „ჰომოფობიურები“ არ არიან. საკმაოდ გახშირდა ( და სამწუხაროდ გაადვილდა კიდეც) შემთხვევები, როდესაც ანტი გეი აქტივისტები განსხვავებას უსვამენ ხაზს მათ პოზიციასა და ნებისმიერი სახის „შიშს“ შორის გეების მიმართ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ტერმინს არასოდეს ჰქონია კლინიკური დიაგნოსტიკური გამოყენება.

ამასთან ერთად, სიტყვა „ჰომოფობიის“ განვითარების ისტორია ხაზს უსვამს ამჟამინდელ საჭიროებას ტერმინისა „ისლამოფობია“. შეიძლება მართალიც იყოს, რომ ადამიანებს „ეშინიათ“ მუსლიმების, ისლამისა და ისლამური კულტურის, როგორც მათი უსაფრთხოებისათვის სარისკო მოვლენისა. ისევე, როგორც ამას ტერმინი „ჰომოფობია“ აკეთებდა წლების წინ, ტერმინი „ისლამოფობია“ დღეისათვის კარგად ასახავს ამ ცხარე ანტი-მუსლიმური კამპანიების ინტენსივობას. The Associated Press-ის გადაწყვეტილებამ შეიძლება წაახალისოს ტერმინ „ჰომოფობიაზე“ უფრო აკურატული ენის გამოყენება, მაგრამ მისმა აკრძალვამ „ფობიაზე“ დასრულებული ყველა სიტყვის მიმართ შეიძლება წაართვას მკითხველს კულტურული ატიტუდების გაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა.

წყარო:http://thinkprogress.org/lgbt/2012/11/26/1239301/ap-drops-homophobia-and-islamophobia-from-its-style-guide/?mobile=nc



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის