უკრაინის ახალი მთავრობა გეი უფლებების წინააღმდეგ
03 04 2014
ოლენა შევჩენკო რევოლუციას პირველი დღეებიდანვე შეუერთდა, თუმცა, ქალებისგან შემდგარი „ასეულის“, როგორც მაიდანზე (დამოუკიდებლობის მოედანი) არსებული მზარდი სექსიზმის პასუხად შექმნის იდეა, ცოტა მოგვიანებით გაუჩნდა. მაიდანზე ქალებს ხშირად ბუტერბროდების მომზადებას სთხოვდნენ,  ისინი კი ამ დროს ბარიკადებს აწყობდნენ. დასაწყისში ოლენას  თავის სამხედრო განაყოფში მხოლოდ 8 ქალი ჰყავდა (ძირითადად ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ფემინისტური და ლგბტ ჯგუფებიდან). თუმცა, სოციალური მედიის დამსახურებით, მაიდანზე ამ რიცხვმა 500-ს მიაღწია,  სხვა ადგილებში კი ჯგუფი 1,500 ადამიანამდე გაიზარდა. „ეს დაუჯერებელი იყო იმიტომ, რომ „ფემინიზმი“ ჯერ კიდევ სალანძღავი სიტყვაა უკრაინაში, ისევე, როგორც „გეი“, ამბობს ოლენა. ჰომოფობიის დონე უკრაინაში მზარდია. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ  აჩვენა, რომ გამოკითხულთა 80%–ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს გეებისადმი. ამასთან, ახალი მთავრობა აქტიურად ცდილობს დაბლოკოს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ლგბტ ადამიანებს სამუშაო ადგილებზე დაიცავდა. „სვობოდა“–ს წარმომადგენელმა იური სიურიკოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივი პარლამენტარების უმეტესობა არ მისცემდა ხმას კანონპროექტს, რომელიც გეი უფლებებს მოიცავს. გასულ ორშაბათს, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, პაველ პეტრენკომ, განაცხადა, რომ ევროკომისიამ ანტიდისკრიმინაციულ კანონში „სექსუალური უმცირესობების“ ჩართვა მოთხოვნათა სიიდან ამოიღო, რაც მანამდე ევროინტეგრაციის ერთ–ერთ წინაპირობად განიხილებოდა. მოგვიანებით, უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის პრეს ოფიცერმა დავიდ სტულიკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და ის ამჯობინებს ისეთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ფარავს სექსუალური ორიენტაციის საკითხს. სამწუხაროდ, გასულ ოთხშაბათს ევროკომისიისა და უკრაინის სამოქალაქო ჯგუფებს შორის შეხვედრის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ევროკავშირმა გვერდზე გადადო უკრაინაში ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვის შესახებ მოთხოვნები. შეკითხვაზე, თვლის თუ არა „მაიდანელი ამაზონი“ ოლენა შევჩენკო, რომ პოსტ–რევოლუციურმა მთავრობამ მას უღალატა, ის მპასუხობს, რომ მიმდინარე მოვლენების ალტერნატივა, რუსეთთან რაიმე სახის კავშირი, უარესია  და საერთოდ შეუძლებელს გახდიდა ლგბტ უფლებებზე საუბარს. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა