ახალი პაპი ჰომოსექსუალობაზე
14 03 2013

კათოლიკურ ეკლესიას შეიძლება ახალი პაპი ჰყავდეს, მაგრამ ამაში ახალი არაფერია ლგბტ ადამიანებისათვის. ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი კარდილანი ხორხე მარიო ბერგოლიო - რომელსაც, გასულ ოთხშაბათს, პაპ ფრანცის პირველის სახელი მიენიჭა - ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ არ შეიძლება გეებსა და ლესბოსელებს ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებები მიენიჭოთ. 2010 წლეს გაზეთ L’Osservatore Romano-ში ბერგოლიომ განაცხადა, რომ მონასტრებში ლოცვა უნდა გაძლიერებულიყო იმისათვის, რომ არგენტინელ კანონმდებლებს არ განეხორციელებინათ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების გეგმა, რადგან ეს „დიდ ზიანს მიაყენებდა ოჯახს“ „სასწორზე არის დაყენებული მამის, დედისა და შვილისაგან შემდგარი ოჯახის იდენტობა. სასწორზე დევს უამრავი ბავშვის ბედი, რომელზეც წინასწარ განხორციელდება დისკრიმინაცია, რადგან ისინი მოკლებულნი იქნებიან, მამისა და დედის მხრიდან შემოთავაზებულ ადამიანურ განვითარებას, როგორც ეს ღვთის ნების მიხედვით არის. სასწორზე დევს ღვთის კანონი, რომელიც ჩვენს გულებშია ამოტვიფრული.“ წყარო: http://www.rawstory.com/rs/2013/03/13/new-pope-same-as-the-old-pope-lgbt-marriage-and-adoption-rights-damage-the-family/


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის