თურქი ლგბტ ჯგუფები აგრძელებენ ბრძოლას მათი შეზღუდვისა და მათი ინტერნეტ გვერდების დახურვის ლეგალურ მცდელობებთან.
მალაიზიაში ლგბტ თემის მზარდმა ხილვადობამ ორ შტატში ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება გამოიწვია, რომლებიც ლგბტ უფლებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აკრძალავს.
მალავიში ლესბოსელობის კრიმინალიზება მოხდა. ამ ამბავმა გაცილებით უფრო ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე ბრიტანეთის მიერ აფრიკის ქვეყნებისადმი ფულადი დახმარების შემცირება, რაც ზემოხსენებული კანონის შემდეგ მოხდა.
კანონპროექტი, რომლითაც ჰომოსექსუალობა სიკვდილით დასჯადი უნდა გამხდარიყო, უგანდას პარლამენტში მაისში არ მიუღიათ, თუმცა იგი კვლავ წარადგინეს ამჟამინდელ პარლამენტში.
კამერუნიდან მიღებულია ცნობები ჰომოსექსუალი კაცების სერიული დაპატიმრების და გასამართლების შესახებ მხოლოდ მათი გარეგნობის და არა ქმედებების საფუძველზე.
ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მიმართულმა სიძულვილის რიტორიკამ განას მედიაში, რომელსაც რელიგიური ლიდერები ახორციელებდნენ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, „ალქაჯებზე ნადირობა“ გამოიწვია და საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. წელიწადი განას პარლამენტში ჰომოსექსუალობის კრიმინალიზების შეთავაზებებით დასრულდა.
ნიგერიაში ანტი–გეი კანონის დაბრუნება მოხდა, რომელიც პარლამენტში განივრცო და საფუძველი მოამზადა ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებზე თავდასხმისათვის, რაც ფატალურია აივ/შიდსის პრევენციასთან დაკავშირებულ, გაწეულ და გასაწევ საქმიანობაზე.
წყაროები ირანიდან იუწყებიან ჰომოსექსუალების სიკვდილით დასჯის შესახებ, თუმცა მედიაში ამას არავითარი გამოხმაურება არ ჰქონია და არც ლგბტ ჯგუფები ამბობენ რამეს, წყაროების უსაფრთხოების დაცვის მიზეზით.
აშშ ზეწოლის შემდეგ ჰონდურასმა რეაგირება დაიწყო გაუხსნელ ლგბტ მკვლელობებზე.
ჰომოსექსუალობის საწინააღმდეგო კანონების მიღება და კანონპროექტების წარდგენა მოხდა რუსეთსა და უკრაინაში. რუსეთსა და ბელორუსიაში გამართული დემონსტრაციები ჩახშობილ იქნა, მაშინ როცა ლგბტ ადამიანის საწინააღმდეგო გამოსვლებზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა. თუმცა რუსმა აქტივისტებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოიგეს საქმე და სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვის პრაიდის აკრძალვა არაკანონიერი იყო.
მოხდა გეი მამაკაცების სავარაუდო დაპატიმრებები ტანზანიაში, ერაყში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და აბუ დაბიში.
სერბული პრაიდი გაუქმდა, სავარაუდოდ პოლიტიკური მიზეზების გამო. გეი პრაიდზე სპლიტში (ხორვატია) თავდასხმა მოხდა, რისმა დამადასტურებელმა ვიდეო მასალამ დიდი მიმოთქმა გამოიწვია, მაშინ როცა ზაგრების პრაიდმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. მონტენეგროში, მთავრობამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ლგბტ უფლებებს.
სირიელმა ლესბოსელმა ბლოგერმა, რომელიც ორმოცი წლის მამაკაცი აღმოჩნდა, ივლისში საერთაშორისო უკმაყოფილება გამოიწვია ნამდვილ აქტივისტებს შორის, რომლებმაც სირიულ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღეს.
ლგბტ ადამიანების ეგრეთ წოდებული ”მკურნალობა” საერთაშორისო მასშტაბით ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა წინააღმდეგობამ ეკვადორში რამდენიმე ”კლინიკის” დახურვა გამოიწვია. ასევე აღმოჩნდა, რომ ”კონვერსიულ თერაპიას” ჰონგ კონგის მთავრობაც აფინანსებდა.
წყარო:http://www.care2.com/causes/2011-international-lgbt-roundup-backlash-and-repression.html